Skip to main content

languagehub.ge

უცხო ენების სკოლა

ისწავლე უცხო ენები ეფექტურად languagehub – თან ერთად!

თანამედროვე მეთოდოლოგია

ვსწავლობთ არა მშრალი წესებით, არამედ ცოცხალი კომუნიკაციით, აუდიო-ვიდეო მასალებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.

მაღალკვალიფიციური პედაგოგები

ჩვენს გუნდში არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სერტიფიცირებული მასწავლებლები და უცხოენოვანი (Native) სპიკერები.

მოქნილი გრაფიკი

გთავაზობთ დილის, დღისა და საღამოს ჯგუფებს, რათა სწავლა ნებისმიერი რეჟიმის მქონე ადამიანმა შეძლოს.

საერთაშორისო დონის სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

რატომ უნდა აირჩიოთ languagehub?

თანამედროვე სამყაროში უცხო ენის ცოდნა წარმატებული კარიერისა და პიროვნული განვითარების აუცილებელი პირობაა. გსურთ ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდები, იმოგზაუროთ თავისუფლად თუ იპოვოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური? ჩვენი ენის შემსწავლელი კურსები დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში!

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მორგებულია როგორც დამწყებ, ისე მოწინავე დონის სტუდენტებზე.

ჩვენი მთავარი მიზანია, სწავლის პროცესი გავხადოთ საინტერესო, ინტერაქტიული და მაქსიმალურად შედეგიანი. აი, რატომ გვირჩევენ ჩვენ:

რა ენების სწავლას გთავაზობთ?

ჩვენს ცენტრში შეგიძლიათ შეისწავლოთ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ენები:

მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის
კურსები - მათთვის, ვისაც უცხოეთში სწავლა ან მუშაობა სურს

სწავლების ფორმატები – ფიზიკური და დისტანციური სწავლება

ჩვენ გვესმის, რომ ყველას განსხვავებული საჭიროებები აქვს, ამიტომ გთავაზობთ სწავლების რამდენიმე ფორმატს:

1
ჯგუფური მეცადინეობები

მცირერიცხოვანი ჯგუფები (4-6 სტუდენტი), სადაც უზრუნველყოფილია მაქსიმალური ჩართულობა.

2
ინდივიდუალური გაკვეთილები

სრულად თქვენს მიზნებსა და ტემპზე მორგებული სასწავლო პროგრამა.

3
ონლაინ სწავლება

ონლაინ ენის კურსები იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისაც დროის დაზოგვა სურს. ისწავლეთ სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩვენი ინტერაქტიული პლატფორმის მეშვეობით.

დაიწყე სწავლა დღესვე!

ნუ გადადებთ თქვენს განვითარებას ხვალისთვის. გაიარეთ უფასო ტესტირება დონის დასადგენად და შემოუერთდით languagehub-ის დიდ ოჯახს.

აქტიური სტუდენტი
0
კურსი
0 +
მასწავლებელი
0 +
წელი
0 +