- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
რუსული ენის კურსები ყოველთვის აქტუალური იყო ქართველ სტუდენტებს შორის. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: კულტურული კავშირები, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები, ასევე რუსულენოვან გარემოში კომუნიკაციის მოთხოვნილება.
რუსული ენის კურსები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა ჩვენს ენათა ცენტრში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სტუდენტები რუსულს ხშირად არ სწავლობენ მხოლოდ ზოგადი ინტერესისთვის, არამედ მათ თავიდანვე აქვთ მკაფიო მიზანი, თუ რისთვის სჭირდებათ ენის ცოდნა. ჩვენი კურსები კი მათ ეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში დროის უმოკლეს ვადაში.
რუსული ენის კურსები განკუთვნილია სხვადასხვა ასაკისა და მიზნების მქონე მსმენელებისთვის. ჩვენთან სწავლა შეუძლიათ როგორც პატარებს, ისე სრულასაკოვან ადამიანებს, რომლებიც რუსული ენის შესწავლას სხვადასხვა მიზნისთვის იწყებენ.
რუსული ენის კურსების მრავალფეროვანი სპექტრი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ზუსტად ის პროგრამა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. თითოეული კურსი მორგებულია სტუდენტების ასაკზე, ცოდნის დონეზე და სწავლის ტემპზე. ეს უზრუნველყოფს ეფექტურ და სასიამოვნო სწავლების პროცესს.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი რუსული ენის კურსების ჩამონათვალს და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კურსი.
რუსული ენის კურსები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც კარიერული წინსვლას და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია. ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.
საქართველოში ბევრია კერძო და სახელმწიფო კომპანია რომელიც თანამშრომლობს რუსულენოვან ქვეყნებში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ხორბალი და მარცვლეული, ლითონები, სასუქები, საკვები ინგრედიენტები, ხის მასალა, ქვანახშირი და სხვა მრავალი. ამ სფეროებში დასაქმებულ სპეციალისტებს ხშირად უწევთ მომწოდებლებთან, პარტნიორ კომპანიებთან, სატრანსპორტო ორგანიზაციებთან და საბაჟო უწყებებთან კომუნიკაცია. ამ მიმართულებებით რუსული ენის კარგი ცოდნა მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მათთვის.
სწორედ ამიტომ, რუსული ენის კურსებზე მაღალი მოთხოვნა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ან გეგმავენ მსგავს კომპანიებში დასაქმებას. მათ სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება. ასეთ პირებს ჩვენ ვთავაზობთ პროფესიულ რუსულის კურსებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზნეს რუსულის შესწავლას. ისინი სწავლობენ საქმიანი რუსული ენის გამოყენებას და პროფესიულ გარემოში ეფექტურად კომუნიკაციას.
რუსული ენის კურსები და მისგან მიღებული ცოდნა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. გაზრდილია ტურისების რაოდენობა ქვეყნებიდანაც, სადაც რუსული ფართოდ გამოიყენება როგორც მეორე საკომუნიკაციო ენა. განსაკუთრებით ეს ეხება შუა აზიისა და კავკასიის რეგიონების წარმომადგენლებს. ისინი საქართველოში მოგზაურობისას ხშირად სწორედ რუსულ ენას იყენებენ კომუნიკაციისთვის.
შედეგად, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის: სასტუმროების თანამშრომლებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის, რესტორნებისა და მომსახურების სექტორის პერსონალისთვის რუსული ენის ცოდნა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთესადც მოემსახურონ ვიზიტორებს და შექმნან უფრო კომფორტული გარემო უცხოელი სტუმრებისთვის.
რუსული ენის ცენტრი სტუდენტებს სასწავლო პროგრამებთან ერთად სთავაზობს კულტურულ საღამოებსა და შეხვედრებს. ასეთი ღონისძიებები მათ შესაძლებლობას აძლევს, რუსული ენა გამოიყენონ საკლასო ოთახის გარეთ, უფრო ბუნებრივ გარემოში.
შეხვედრების დროს სტუდენტები ესაუბრებიან მოწვეულ სტუმრებს, მონაწილეობენ დისკუსიებში და რუსულ ენაზე უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს. ეს მათ ეხმარებათ მოუსმინონ და ისაუბრონ რუსულად და უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი რეალურ რუსულ ენოვან გერემოში.
რუსული ენის ცენტრის კულტურული საღამოები სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის. სტუდენტებს განსაკუთრებით უხარიათ, როდესაც თავიდანვე შეუძლიათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ეს კი მათ დამატებით მოტივაციას აძლევს და სწავლის სურვილს კიდევ უფრო უძლიერებს.
რუსული ენის კურსებზე რეგისტრაცია რამდენიმე გზით შეგიძლიათ. შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ჩვენს ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შესაბამის კურსზე რეგისტრაციაში. რეგისტრაციამდე რეკომენდებულია გაეცნოთ კურსების პროგრამებს და შეარჩიოთ ის კურსი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მიზნებს.
დიახ, რა თქმა უნდა! რუსული ენის ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და ყველას შეუძლია დაესწროს დაგეგმილ ღონისძიებებს. ამისათვის საკმარისია გაეცნოთ ღონისძიებების კალენდარს და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი შეხვედრა.
რუსული ენის ცენტრის პროგრამებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. განსხვავება ის არის რომ თბილისში სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც აუდიტორიული, ისე ონლაინ სწავლების ფორმატი. რეგიონებში მცხოვრები მსმენელისთვის კი ხელმისაწვდომია ონლაინ გაკვეთილები.