- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ფრანგული ენის კურსები ხშირად ცოდნის დაგროვებასთან ასოცირდება, თუმცა რეალური შედეგი მისი პრაქტიკაში გამოყენებით იზომება. ბევრმა იცის გრამატიკა, მაგრამ ვერ იწყებს თავისუფლად საუბარს. სხვებს მდიდარი ლექსიკა აქვთ, თუმცა მოსმენილის გაგება უჭირთ. სწორედ ამიტომ ჩვენი თანამედროვე ფრანგული ენის კურსები ენის შესწავლას ცალკეულ ნაწილებად არ განიხილავს. თითოეული გაკვეთილი აერთიანებს მოსმენას, საუბარს, კითხვას და წერას, რათა ყველა უნარი ერთობლივად განვითარდეს და ერთმანეთი გააძლიეროს.
ფრანგული ენის კურსების გავლის დრო ბევრი სტუდენტი გარკვეული პერიოდის შემდეგ გრძნობს, რომ პროგრესი შენელდა. ეს ე.წ. „ენის პლატოა“ და ენის შესწავლაში სრულიად ბუნებრივი ეტაპია. ამ დროს პრობლემა ხშირად ცოდნის ნაკლებობა არ არის. არამედ სტუდენტს აქვს ახალი ინფორმაციის ავტომატურად გამოყენების პრობლემა. სწორედ ამიტომ ფრანგული ენის კურსები ასეთ პერიოდში სწავლების ფორმატს ცვლის. კურსებში იზრდება პრაქტიკული კომუნიკაციის სავარჯიშოების რაოდენობა რაც სტუდენტს ეხმარება წინსვლის ეტაპი დროებით შეანელოს.
როგორც ჩვენს სკოლაში დაგროვილმა პრაქტიკამ აჩვენა ახალი ნასწავლი ინფორმაცია ყველაზე კარგად მაშინ ინახება, როდესაც მას ინტერვალით ვიმეორებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ფრანგული ენის კურსები მხოლოდ ახალი მასალის დამატებაზე არ არის ორიენტირებული. წინა თვეებში ნასწავლი სიტყვები და გრამატიკული კონსტრუქციები პერიოდულად ისევ გვხვდება ახალ კონტექსტში. შედეგად ცოდნა დროებითი დამახსოვრებიდან გრძელვადიან ცოდნად ყალიბდება.
ფრანგულად ფიქრი ენის ცოდნის კონკრეტულ დონეზე მიღწევის შემდეგ ავტომატურად არ იწყება. ფრანგულად ფიქრის პროცესი გივარჯიშდებათ მაშინ, როდესაც ქართულიდან ფრანგულად თარგმნას თანდათან ამცირებთ და შინაარს პირდაპირ ფრანგულ მნიშვნელობას უკავშირებთ. სწორედ ამიტომ ფრანგული ენის კურსები მოიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც ხელს უწყობს აზრის პირდაპირ ფრანგულად ჩამოყალიბებას და არა წინადადებების ქართულიდან ფრანგულად გადათარგმნას.
ჩვენი ინსტრუქტორების დაკვირვებით დიდი მოცულობის დავალება ყოველთვის უკეთეს შედეგს არ იძლევა. თუ სტუდენტი საათობით ერთფეროვან სავარჯიშოებს ასრულებს, ხშირად ყურადღება და მოტივაცია იკლებს. ფრანგული ენის ცენტრი საშინაო დავალებებს მიზანმიმართულად არჩევს იმ მიზნით რომ თითოეულ მათგანს კონკრეტული ფუნქცია ჰქონდეს. სავარჯიშოები ემსახურება ახალი ცონდის გამყარებას და სუსტი მხარეების გამოვლენას.
ენის ცოდნის ხარისხი გარდა დონის შესაბამისი სერტიფიკატის მიღებისა იზომება იმითაც თუ რამდენად კარგად გახსოვთ ნასწავლი მასალა რამდენიმე თვის შემდეგ. ამიტომ ფრანგული ენის ცენტრი სასწავლო პროცესის დროს და დასრულების შემდეგ სტუდენტებს აწვდის პროგრამას რაც მიზნას ისახავს რეგულარულ ვარჯიშს. ასეთი მიდგომა ხელს უშლის ცოდნის სწრაფ დავიწყებას და სტუდენტს საშუალებას აძლევს, ადრე ნასწავლი მასალა თავისუფლად გამოიყენოს მომავალშიც.
დიახ, სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ფრანგულ ენას. მოსწავლეები სწავლობენ ოფიციალურ ენას, რომელიც გამოიყენება სამსახურში, განათლებაში და ოფიციალურ კომუნიკაციაში. ამის გარდა ისინი ასევე სწავლობენ ყოველდღიურ სასაუბრო ფრანგულს, რომელსაც ფრანგულენოვანი ადამიანები რეალურ ცხოვრებაში იყენებენ. ეს ეხმარება მათ, რომ სხვადასხვა სიტუაციაში თავდაჯერებულად შეძლონ კომუნიკაცია.
არა. ჩვენი თანამედროვე სასწავლო რესურსების და რეგულარული პრაქტიკის დახმარებით ფრანგულის მაღალ დონეზე შესწავლა ნებისმიერი ქვეყნიდან არის შესაძლებელი.