- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ფრანგული ენის შესწავლა ბავშვებისთვის აგებულია ფრანგული კულინარიის, კერძებისა და ცხოვრების სტილის გარშემო. გაკვეთილებზე ბავშვები ეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა კრუასანი, ბაგეტი, ფრანგული ყველი და ფრანგული სუფრის კულტურა.
მოსწავლეები ასევე ეცნობიან ფრანგული კაფის კულტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას ისეთ ქალაქში როგორიცაა პარიზი. ასეთი სასწავლო თემატიკები ეხმარება მათ უკეთ შეიგრძნონ ენა და გამოიყენონ ის რეალურ კონტექსტში.
კონკრეტული თემების განხილვისას ბავშვები ეცნობიან ფრანგულ კულინარიულ პროდუქტებს საკლასო ოთახშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ჩართულობას და ინტერესს ენის მიმართ. კულინარიის თემა ბავშვებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, ამიტომ გაკვეთილებზე ხშირად განიხილავენ, მოსწონთ თუ არა კონკრეტული კერძებ. პატარები სწავლობენ კერძების დახასიათებას და ადარებენ ქართულ სამზარეულოს.
ასეთი მიდგომა ბავშვებში აყალიბებს დადებით და “fun” დამოკიდებულებას ენის მიმართ. სწავლება იწყება მარტივი ლექსიკით (კერძები, სასმელები), შემდეგ კი ეტაპობრივად გადადის აღწერასზე და მარტივ კომუნიკაციაზე.
ფრანგული ენის ბავშვებისთვის შესწავლის საბოლოო მიზანია, რომ პატარებისთვის ასეთი პროგრამით სწავლა გახდეს საინტერესო და მოტივაციის მიმცემი.
დაბალი ასაკის ბავშვებისთვის პროგრამა მაქსიმალურად სახალისო და ინტერაქტიულია. სწავლების პროცესში დიდი ადგილი უჭირავს თამაშებსა და აქტივობებს, რომლის საშუალებითაც ბავშვები ენას ავტომატურად და დაძაბვის გარეშე ითვისებენ.
პროგრამის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინტერესო თემებს და ფაქტებს საფრანგეთის შესახებ რაც კიდევ უფრო ზრდის ენის შესწავლისადმი მოტივაციას.
პროგრესთან ერთად სწავლების ფორმატი ეტაპობრივად იცვლება. თამაშის ელემენტი მცირდება და იმატებს აკადემიური ნაწილი როგორიცაა დავალებები, გრამატიკა და სტრუქტურირებული სწავლა.
მასწავლებელი ინდივიდუალურად აკვირდება თითოეულ მოსწავლეს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით უხსნის მასალას მისთვის გასაგებ ფორმაში. ამ პროცესის შესახებ რეგულარულად მიმდინარეობს კომუნიკაცია მშობელთან.
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა დამატებითი სავარჯიშოები და მხარდაჭერა რომ შეძლოს მასალის უკეთ ათვისება და შეუფერხებლად გააგრძელოს სწავლა ჯგუფთან ერთად.
თუ გარკვეული პერიოდის შემდეგაც მოსწავლეს უჭირს მასალის ათვისება მშობელს ეძლევა რეკომნდაცია რომ ბავშვი გადავიდეს უფრო დაბალ დონეზე. თუ ამასაც არ აქვს სასურველი შედეგი, შესაძლებელია სწავლების დროებით გადადება და ხელახლა ცდა ერთი აკადემიური წლის შემდეგ.