Skip to main content

languagehub.ge

ინგლისური ენის კურსები

ინგლისური ენის კურსები

ინგლისური ენის კურსები
ინგლისური ენის კურსები

ინგლისური ენის კურსები ჩვენს პროგრამებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ინგლისური ენა დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი უცხო ენაა და მისი შესწავლა მრავალ სხვადასხვა მიზანს ემსახურება.

ინგლისური ენის კურსების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სწორედ ინგლისურ ენაზე არის ხელმისაწვდომი ყველაზე დიდი მოცულობის ინფორმაცია — განათლებაში, მეცნიერებაში, ბიზნესში, ტექნოლოგიებში, კინოში, კულტურაში, ლიტერატურაში, ტურიზმში, მედიცინაში, ფინანსებსა და თითქმის ყველა სხვა სფეროში.

ინგლისური ენის კურსებზე მოსული სტუდენტები განსხვავებული მიზნებით სწავლობენ: ზოგი ენის ცოდნას განათლების გასაგრძელებლად იყენებს საზღვარგარეთ, ზოგი კი კარიერული განვითარებისთვის ემზადება.

საქართველოში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ინგლისურ ენაზე როგორც ბავშვებში, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავენ, ასევე დასაქმებულ ადამიანებში, რომლებსაც ინგლისური სჭირდებათ სამუშაო გარემოში.

მაგალითად, ბევრი სტუდენტი ჩართულია ტურიზმის სფეროში ან ინგლისურს იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში, სადაც ინგლისური ენის ცოდნა ყოველდღიური საჭიროებაა. უნდა ითქვას რომ ინგლისური ენის კურსებს აქვს ყველაზე ფართო გამოყენება მსოფლიოში.

ინგლისური ენის კურსები ნებისმიერი მიზნისთვის

ინგლისური ენის კურსების ფართო მიზნებისთვის გამოყენების გათვალისწინებით, ჩვენი პროგრამები მორგებულია სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტებზე.

ჩვენ გთავაზობთ ინგლისური ენის კურსების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის: ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, ასევე დამწყებთათვის კურსებს, ზოგად ინგლისურს, სწრაფ კურსებს და სალაპარაკო ინგლისურს.

თითოეული პროგრამა განსხვავებულია და აქცენტს აკეთებს კონკრეტულ მიზანზე – იქნება ეს ენის ძირფესვიანად შესწავლა, ინგლისურად კომუნიკაციის გაუმჯობესება თუ ენის უმოკლეს დროში ათვისება.

მიზნის შესაბამისი პროგრამების გარდა, კურსებს ასწავლიან სხვადასხვა გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც თავიანთი განათლებით, გამოცდილებით და სწავლების მიდგომით მაქსიმალურად ერგებიან სტუდენტების ასაკს და ენის შესწავლის საჭიროებას.

სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სასურველი კურსი, ინსტრუქტორი და სწავლების ფორმატი: ინდივიდუალური ან ჯგუფური, ონლაინ ან ადგილზე.

ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს შექმნას მისთვის იდეალურად მორგებული სასწავლო პროგრამა რომელიც ზუსტად შეესაბამება მის ენის შესწავლის საჭიროებებს.

ინგლისურის კურსები რეალური შედეგებისთვის

ჩვენი ბევრი კურსდამთავრებული სტუდენტი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სფეროში. შიდა შეფასების შედეგების მიხედვით, სტუდენტების 90%-ზე მეტი წარმატებით აბარებს ინგლისური ენის გამოცდებს და აგრძელებს შემდეგ დონეზე სწავლას.

გარდა ამისა, ბევრი ყოფილი სტუდენტი ჩაირიცხა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და დღესაც წარმატებით აგრძელებს უცხოეთში სწავლას. ასევე, არაერთმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში და მოიპოვა დაფინანსება. ინგლისური ენის კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტების ნაწილი დაწინაურდა საკუთარ სამუშაო პოზიციებზე, რადგან ინგლისური ენის ცოდნამ მათ კარიერულ განვითარებაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

ჩვენი ინგლისური ენის პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ისიც არის რომ ინგლისური ენის კურსებზე მაღალია რეკომენდაციით მოსული სტუდენტების რაოდენობა. ბევრმა მათგანმა ჩვენი ინგლისური ენის კურსების შესახებ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან შეიტყო და გადაწყვიტა ჩაწერილიყო.

ეს შედეგები განპირობებულია გამოცდილი მასწავლებლებით დაკომპლექტებული გუნდით და თანამედროვე სასწავლო პროგრამებით. მეორე მიზეზი კი ის არის რომ ჩვენი კურსები მაქსიმალურად არის მორგებული სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე სტუდენტებზე.

ინგლისური ენის ცენტრში ჩარიცხვის პროცესი

ინგლისური ენის ცენტრი
ინგლისური ენის ცენტრი

ინგლისური ენის ცენტრი სწავლის დასაწყებად გთავაზობთ მარტივ და გამჭვირვალე ჩარიცხვის პროცესს რომელი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

  • პირველ ეტაპზე სტუდენტი გვიკავშირდება და გადის მოკლე კონსულტაციას, რის დროსაც ვღებულობთ ინფორმაციას მისი ენის სწავლის მოტივაციის შესახებ.
  • კონსულტაციის გავლის შემდეგ სტუდენტს ვაძლევთ რეკომენდაციას თუ რომელი კურსია მისთვის ყველაზე შესაფერისი.
  • ინგლისური ენის კურსის შერჩევის შემდეგ სტუდენტი აბარებს სატესტო გამოცდას რათა დადგინდეს მისთვის შესაფერისი ენის სწავლების დონე.
  • გამოცდის შედეგის შესაბამისად სტუდენტი ირიცხება შესაბამის ჯგუფში ან ირჩევს ინდივიდუალურ სწავლებას მისი სურვილისამებრ.
  • ამ ეტაპზე სტუდენტი გადის ინგლისური ენის ცენტრში რეგისტრაციას და ის ღებულობს დეტალურ ინფორმაციის შერჩეული კურსის გრაფიკზე, სწავლების ფორმატზე და ინსტრუქტორზე.
  • მას შემდეგ რაც სტუდენტი გაერკვევა კურსის დეტალებში ის ესწრება პირველ გაკვეთილს რის შემდეგაც მანდ უნდა გადაწყვიტოს აგრძელებს თუ არა სწავლას აღნიშნულ კურსზე.
  • სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სტუდენტი გადის მთლიან კურს სტრუქტურიზებული პროგრამით.

ინგლისური ენის ცენტრის მიზანია რომ სტუდენტმა შეარჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერილი კურსი რადგან ამას უდიდესი მნიშვნებლობა აქვს ენის შესწავლის ხარისხზე და სტუდენტის მოტივაციზე.

ინგლისური ენის ცენტრი და ენის სწავლების ფსიქოლოგია

ინგლისური ენის ცეტნრი აერთიანებს სამ სწავლების ძირითად სისტემას. ესენია:

  • Communicative Approach (კომუნიკაციური მიდგომა): ტრადიციულ სწავლების გარემოსთან შედარებით ჩვენთან სტუდენტებს შექმნილი აქვთ მეგობრული გარემო სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ამი გამო მათ უმცირდებათ შეცდომის შიში და ემატებათ ტავდაჯერებულობა რის გამოც ისინი იწყებენ მაქსიმალურად ბევრ და უკომპლექსოდ ინგლისურად საუბარს. ინსტრუქტორი მაქსიმუალრ აქცენტს აკეთებს იმაზე რომ სტუდენტმა თავიდანვე ისწავლოს თავისი აზრის ინგლისურად გამოხატვა. მან იცის რომ შეცდომებით საუბარი ყველაზე სწრაფი გზაა ენის კარგად შესასწავლად და რეალურ დიალოგებში გამართულად სასაუბროდ.
  • Task-Based Learning (დავალებაზე დაფუძნებული სწავლება): სასწავლო პროცესი დაფუძნებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე სადაც სტუდენტები ვარჯიშობენ რეალურ ყოველდღიურ სიტუაციებთან მიახლოებულ დავალებებს. ამით ისენი თავიდანვე ეჩვევიან ენის მიზნობრივად გამოყენებას.
  • Blended Learning (შერეული სწავლება) : ჩვენი რამოდენიმე კურსი ისწავლება ტრადიციული საკლასო სწავლებით რომელიც შერწყმულია თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან როგორიცაა ონალინ სავაჯიშოები.

ინგლისური ენის ცენტრი სხვადასხვა სასწავლო სისტემების შერწყმით ღებულობს თანამედროვე და პრაქტიკულ სასწავლო პროცესს. შედეგად სტუდენტი არ ელოდება ლექსიკის გამდიდრებას ან გრამატიკის საფუძვლების ბოლომდე შესწავლას. ის თავიდანვე აქტიურად იყენებს ინგლისურ ენას კომუნიკაციაში რაც მთლიანად ენის შესწავლის პროცესს ამარტივებს და აჩქარებს.

ხშირად დასმული კითხვები

შესაძლებელია თუ არა კურსის შეცვლა სწავლების პროცესში?

დიახ, შესაძლებელია. ჩვენი კურსების შერჩევის მრავალსაფეხურიანი სისტემა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა თავიდანვე მაქსიმალურად ზუსტად აირჩიოს მისთვის შესაფერისი პროგრამა. თუმცა, თუ სწავლების პროცესში აღმოჩნდება, რომ სტუდენტს სურს კურსის შეცვლა სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენი კურსის კოორდინატორი სრულად ეხმარება მას ამ პროცესში.

ხდება სიტუაციისა და მიზეზების გადახედვა. მაგალითად, შესაძლოა შეიცვალოს სტუდენტის სწავლის მიზანი ან მას სურვილი გაუჩნდეს სხვა ინსტრუქტორთან სწავლის გაგრძელების. ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცენტრი უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას, რათა სტუდენტმა გააგრძელოს სწავლა მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში.

რა უნდა ვიცოდე ინგლისური ენის კურსების დაწყებამდე?

ინგლისური ენის კურსების ეფექტურად და სასიამოვნოდ შესასწავლად მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი მიზანი. რატომ გსურთ ინგლისური ენის სწავლა?

ასევე აუცილებელია რეალისტურად შეაფასოთ დრო, რომელსაც ენის სწავლას დაუთმობთ. რეკომენდებულია წინასწარ განსაზღვროთ, კვირაში რამდენ საათს დაუთმობთ მეცადინეობას და დაახლოებით რა ვადაში გსურთ შედეგის მიღწევა.

ამ ფაქტორების მიხედვით ხდება შესაბამისი კურსის შერჩევა. მაგალითად, თუ გეგმავთ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლას და შეგიძლიათ კვირაში 10 ან მეტი საათის დათმობა, თქვენთვის უფრო შესაფერისი იქნება ზოგადი ინგლისურის კურსი, რომელიც თანაბრად ავითარებს ყველა ენობრივ უნარს.

რა შედეგს მივიღებ ინგლისური ენის კურსების დასრულების შემდეგ?

ინგლისური ენის კურსების დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ ინგლისური ენის გამოყენებას როგორც აკადემიურ ის ყოველდღიურ სიტუაციებში. თქვენ მოსმენის და საუბრის უნარებთან ერთად ასევე განვითარებული გექნებათ კითხვის და წერის უნარებიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინგლისური ენის კურსების დამთავრების შემდეგ თქვენ შეძლებთ ენის ცოდნა გამოიყენოთ შემდგომი კარიერული თუ განათლების წინსვლისათვის. ამის გარდა თქვენ გადმოგეცემათ თქვენი ენის ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატი.