- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ისწავლე ესპანური ენა მარტივად და ეფექტურად! ინდივიდუალური და ჯგუფური ონლაინ გაკვეთილები ნებისმიერი დონის მოსწავლისთვის. დაიწყე საუბარი პირველივე გაკვეთილიდან და აღმოაჩინე ესპანურენოვანი სამყარო.
ესპანური ენის მასწავლებელი გასწავლით ესპანურ ენის მრავალფეროვნებას. ერთი და იგივე სიტყვა ესპანეთში და ლათინურ ამერიკაში ხშირად განსხვავებულად გამოიყენება. ამიტომ სწავლის პროცესში თქვენ ამ განსხვავებებს დეტალურად გაეცნობით. ასევე ისწავლით, რომელი სიტყვები და გამოთქმებია უნივერსალური და რომელთა გამოყენება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია მიღებული. შედეგად თქვენ შეძლებთ ნებისმიერ ესპანურად მოსაუბრე პირთან კომუნიკაციას რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ის.
ესპანური ენის მასწავლებლის არჩევის დროს ყურადღება შეგიძლიათ გაამახვილოთ მის აკადემიურ და პროფესიულ მიღწევებზე. მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. არის რიგი კრიტერიუმებისა რაც ახასიათებს კარგ მასწავლებელს:
ესპანური ენის მასწავლებელი (პედაგოგი, რეპეტიტორი) რომელიც მუშაობს ჩვენს სკოლაში არ აძალებს სტუდენტებს აირჩიონ ესპანეთის ან სამხრეთ ამერიკის დიალექტის არჩევას. ენის დიალექტების და ვარიაცები მეტყველებს ესპანური ენის მრავალფეროვნებაზე. ზუსტად ეს არის მიზეზი რატომაც მეტი და მეტი სტუდენტი სწავლობს ამ ენას ჩვენს სკოლაში. მას შემდეგ რაც სტუდენტები შეისწავლიან ენის საფუძვლებს ისინი თვითონვე ხვდებიან სხვადასხვა დიალექტეის შორის სხვაობებს როგორიცაა: coche თუ carro, móvil თუ celular, zumo თუ jugo, conducer თუ manejar.
სასაუბრო ესპანური - სწრაფი და პრაქტიკული კურსი მათთვის, ვისაც სურს თავისუფლად კომუნიკაცია მოგზაურობისას ან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ესპანური ენის სწავლის დასაწყისში ბევრი დამწყები ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს. მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა თუ რა უჭირთ ყველაზე მეტად ქართულ აუდიტორიას რომელიც ესპანურს სწავლობს. ჩვენი ესპანურის გამოცდილი მასწავლებელი კი ამ პრობლემებს სტუდენტებს თავიდან არიდებს. მცირე შეცდომების თავიდანვე აღმოფხვრა განაპირობებს სამომავლოდ უფრო დიდი სირთულეებზე თავის არიდებას.
ესპანური ენის მასწავლებელი გაგისწორებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს: