- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ესპანური ენის კურსი ზრდასრულთათვის განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას შეაბიჯონ ესპანური ენის სამყაროში. ესპანურად მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი საუბრობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ენად აქცევს. ესპანური მსოფლიოში მეორე ადგილზეა ენის მშობლიურად მოსაუბრეების რაოდენობით.
ესპანური ენის სასაუბრო კურსი თავისუფალი ფორმატით მიმდინარეობს. ესპანურის სასაუბრო კურსი არ მიყვება წინასწარ შედგენილ მკაცრ გრაგიკს და სასწავლო მასალებს. ამ კურსის მთავარი მიზანია რომ რომ სტუდენტებმა ისაუბრონ რაც შეიძლება ბევრ თემაზე. თითოეული შეხვედრა განსხვავებულ თემას ეძღვნება და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს საუბრისას გამოიყენონ ახალი სიტყვები და გამოთქმები.
გაკვეთილების განმავლობაში სტუდენტები საუბრობენ და განიხილავენ ისეთ თემებს როგორებიცაა: მოგზაურობა, ესპანური და ლათინოამერიკული სამზარეულო, თანამედროვე მუსიკა, კინოზ, ტექნოლოგიები, კარიერაზ, განათლებაზ, სოციალური მედიაის მნიშვნელობა და სხვა. სტუდენტებს შეუძლიათ თავადაც შესთავაზონ ჯგუფს მათთვის საინტერესო საკითხები და საუბრის ახალი ვექტორები.
სწორედ ასეთი თავისუფალი ფორმატი აქცევს თითოეულ გაკვეთილს ცოცხალ, სპონტანურ და ბუნებრივ გამოცდილებად.
ესპანური ენის შესწავლა დამწყებთათვის ბევრი სტუდენტის მიერ ხასიათდება როგორც რთული პროცესი. ამის მიზეზი კი ისაა რომ მათ თავიდანვე უწევთ ზმნების მრავალფეროვანი უღლების, ახალი ლექსიკის და სწრაფი მეტყველების ათვისება. რეალურად, ეს შიში მხოლოდ იმიტომ უყალიბდებათ რომ პროგრამა არ არის ოპტიმალურად შედგენილი და დონეები ერთმანეთზე დაშენებული.
ესპანურ ენაში დამწყებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ზმნების უღლებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგრამაში თითოეული ახალი დრო და ფორმა დაყოფილია ცალცალკე და მარტივი სავარჯიშოებით ისწავლება. მას შემდეგ რაც სტუდენტები განიმტკიცებენ არსებულ ცოდნას გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
ასევე, სწრაფ ესპანურად მეტყველებას ბევრი სტუდენტი რთულად აღიქვამს. შიშის აღმოსაფხვრელად კურსის დასაწყისში გამოიყენება ადაპტირებული დიალოგები და აუდიომასალა, რაც საშუალებას გაძლევთ თანდათან შეეჩვიოთ გამოთქმას და ენის ბუნებრივ სიჩქარეს.
უცხო ენის შესწავლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ენის შესასწავლად დახარჯული დრო არ არის. ჩვენი დაკვივრებით ის სტუდენტები რომლებსაც უწევთ უცდო ენის გამოყენება რაიმე გარემოში იქნება ეს: სამსახური, ოჯახი, უცხოეთში ხცოვრება თუ სხვა ყველაზე მარტივად სწავლობენ ენას. ამიტომ ყველა სტუდენტის მიმართ გვაქვს რეკომენდაცია რომ აირჩიონ ისეთი სიტუაციები სადაც მოუწევთ უცხო ენაზე საუბარი.
ენის შესწავლა ე.წ. აღმართის და პლატოს პრინციპით მიმდინარეობს. ენის შესწავლისას პროგრესი ყოველთვის თანაბარი არ არის. ხშირად დგება პერიოდი, როდესაც ფიქრობთ რომ ახალ მასალას აღარ სწავლობთ, თუმცა ამ დროს ტვინი უკვე მიღებულ ცოდნას ამუშავებს და ამყარებს. ეს ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც თითქმის ყველა სტუდენტი გადის.