- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
გსურს თავისუფლად ფლობდე რუსულ ენას, გაიფართოო კარიერული შესაძლებლობები ან მარტივად იკონტაქტო მოგზაურობისას?
რუსული ენის მასწავლებელი ნატალია კავალიოვა უკვე 8 წელია ჩვენს ცენტრში სხვადასხვა ასაკისა და დონის სტუდენტებს ასწავლის. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც სკოლებში, ისე ენის ცენტრებსა და ონლაინ სასწავლო პლატფორმებზე მუშაობის. მისი სწავლების მეთოდი ორიენტირებულია ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ეს კი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწრაფად განივითარონ საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარები. მისი პროფესიონალიზმისა და ეფექტური სწავლების საუკეთესო მაჩვენებლი კი მისი სტუდენტების მიღწეული წარმატებებია.
რუსული ენის პედაგოგი ჩვენს სკოლაში რუსულს ასწავლის როგორც ბავშვებს ისე მოზარდებსა და ზრდასრულებს. იგი ასწავლის რუსული ენის ყველა დონეს – დაწყებული A1-დან დამთავრებული C2 დონემდე. მასთან შეგიძლიათ გაიაროთ გაკვეთილები დისტანციურად ან ადგილზე მოსვლით, ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.
გარდა სტანდარტული კურსებისა ნატალია ასევე ამზადებს სტუდენტებს რუსული ენის საერთაშორისო გამოცდებისთვის როგორიცაა TORFL (ТРКИ). სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სპეციალური პროგრამა რუსულ ენოვან უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, მისი მთავარი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა შეძლოს რუსული ენის თავდაჯერებულად და თავისუფლად გამოყენება როგორც პირად, ისე პროფესიულ გარემოში.
რუსული ენის რეპეტიტორის შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა. მასწავლებლის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ მისი გამოცდილება, სტუდენტებთან მიდგომის სტილი, სასწავლო პროგრამა და სხვა ფაქტორები რაც განაპირობეს ენის შესწავლის ხარისხს. ქვემოთ გაეცნობით იმ ძირითად მიზეზებს, თუ რატომ ირჩევენ ჩვენი სტუდენტები სწორედ ნატალია კავალიოვას და რატომ სწავლობენ რუსულ ენას ჩვენს სკოლაში.
ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამა: თქვენს მიზნებსა და გრაფიკზე მორგებული გაკვეთილები. ინტენსიური სასაუბრო პრაქტიკა: პირველივე გაკვეთილიდან დაიწყებთ ენის პრაქტიკულ გამოყენებას. თანამედროვე მეთოდოლოგია: მშრალი გრამატიკის გარეშე - სწავლა ინტერაქციული მასალებითა და რეალური სიტუაციების სიმულაციით. მოქნილი ფორმატი: ონლაინ ან ადგილზე სწავლება თქვენთვის კომფორტულ დროს.
რუსული ენის ეფექტიანად და სწრაფად ათვისება სწორ მიდგომასა და ყოველდღიურ პრაქტიკას მოითხოვს.