Skip to main content

languagehub.ge

იტალიური ენის კურსები

იტალიურის კურსები

იტალიური ენის კურსები
იტალიური ენის კურსები

იტალიური ენის კურსები ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ ქართველებსა და იტალიელებს შორის ბევრი საინტერესო მსგავსება არსებობს. ორივე ერი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, ოჯახური ტრადიციების პატივისცემით, ემოციურობით და გემოვნებიანი ცხოვრების სტილით. ორივე ქვეყანას ასევე გააჩნია მდიდარი ღვინის კულტურა და უნიკალური კულინარიული ტრადიციები.

მიუხედავად ქვეყნების გეოგრაფიული დაშორებისა, იტალია ქართველებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო. მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ისტორია, არქიტექტურა, ბუნება, მუსიკა, მსოფლიო დონის ხელოვნება და გამორჩეული სამზარეულო უამრავ ქართველს იზიდავს.

სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ირჩევს იტალიური ენის კურსებს არა მხოლოდ ენის სწავლებისთვის არამედ იტალიური კულტურის და მისი ხალხის გასაცნობად.

იტალიური ენის კურსები განსხვავებული ხედვით

იტალიური ენის კურსები თავისი სწავლებით განსხვავდება ტრადიციული სწავლების მიდგომისგან. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ სტანდარტული სწავლებით სადაც ენის ნაწილები განცალკევებით ისწავლება. ჩვენი იტალიური ენის კურსები ისწავლება იტალიური კულტურის, ცხოვრების წესის კონტექსტში.

ჩვენთვის იტალიური მხოლოდ სიტყვებისა და გრამატიკული წესების ერთობლიობა არ არის. ენის სრულფასოვნად შესწავლა შეუძლებელია იმ კულტურის, ტრადიციების, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გაცნობის გარეშე, რომელშიც ის ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იტალიურ კულტურას და ყოველდღიურ სიტუაციებზე დაფუძნებულ პრაქტიკას.

იტალიური ენის ცენტრი - კურსების დონეები

იტალიური ენის ცენტრი
იტალიური ენის ცენტრი

იტალიური ენის ცენტრი გთავაზობთ იტალიური ენის კურსებს ყველა დონისთვის (A1-C2). მიუხედავად იმისა ხართ დამწყები თუ უბრალოდ აგრძელებთ ენის შესწავლას შეგიძლიათ გაეცნოთ კურსების დონეებს და მათ აღწერას. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ რომელი დონე შეესაბამება თქვენს ცოდნას.

A1 – დამწყები (Principiante): ეს დონე არის იმ მსნებელებისთვის ვინც საერთოდ არ იცის ენა ან იცის მხოლოდ მარტივი სიტყვები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ მარტივი საბაზისო კომუნიკაციას: გამარჯობა, როგორ ხარ, მდებარეობის განსაზღვრას და ასშ.

A2 – საბაზისო (Elementare): ეს დონეა გათვლილია იმათთვის ვისაც უკვე შეუძლია მარტივი ტექსტების გაგება, სოციალური სტილის დიალოგებში მონაწილეობა. ამ დონის დასაწყებად სტუდენტები უკვე ფლობენ მარტივ გრამატიკულ კონსტრუქციებს და გააჩნია დაახლოებით 1500 სიტყვის მარაგი. წინა დონესთან შედარებით A2 დონის ცოდნა ხასიათდება უფრო თავდაჯერებულობით და სტუდენტებს უკვე ესმით ენის „ხასიათი “.

B1 – საშუალო (Intermedio): ეს დონე ხასიათდება იმით რომ ენის კომპონენეტებს სტუდენტები უფრო თავისუფლად ფლობენ. მათ შეუძლიათ თავიანი აზრი გამოხატონ სხვადსხვა თემის ირგვლის როგორიცაა: პროფესიული საქმიანობა, განათლება, ჰობი და ასშ. B1 დონეზე იტალიური ენის ცოდნა საკმარისია ზოგ დროებით დასაქმების ადგილებზე.

B2 – საშუალოზე მაღალი (Intermedio Avanzato): ჩვენი სტუდენტების დიდი რაოდენობა ენის შესწავლას ამთავრებს B2 დონეზე რადგან მათი მიზნებისთვის ეს დონე სავსებით საკმარისია. მათ შეუძლიათ გაიგონ რთული ტექსტები, ისაუბრონ რთულ თემებზე. მათ შეუძლიათ დამაჯერებლად დაასაბუთონ თავიანთი აზრი როგორც პირად ისე პროფესიული დიალოგებში. B2 დონეზე ასევე მათ შეუძლიათ წაიკითხონ ზოგადი თემატიკის წიგნები, ჟურნალ გეზეთები, მოუსმინონ ყოველდღიურ გადაცემებს და სხვა.

C1 – მაღალი (Avanzato): ამ დონეზე ენის მცოდნე ადამიანს შეუძლია ენა გამოიყენოს თითქმის ისე, როგორც განათლებულ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პიროვნებას. C1 დონეზე ენას სწავლობენ მომავალი მასწავლებლები, აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები. C1 დონე საშუალებას იძლევა სტუდენტებმა შეძლონ:

რთული აკადემიური ტექსტების კითხვა

  • სამეცნიერო სტატიები.
  • უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები.
  • იურიდიული ან ეკონომიკური ტექსტები

ენობრივი ნიუანსების გაგება

  • იუმორი.
  • სარკაზმი.
  • ირონია.
  • კულტურული ნიუანსები

C2 – სრულყოფილი (Padronanza): უმაღლეზე დონეზე იტალიური ენას საკმაოდ იშვიათად სწავლობენ ჩვენი იტალიური ენის ცენტრში. ზოგადად სტუდენტების აბსოლიტური უმრავლესობისთვის საკმარისია B2 ან C1 დონე. თუმცა C2 დონეზე ძირითადად სწავლობენ იტალიური ენის ლექტორები, ენათმეცნიერები, რედაქტორები, მკვლევარები. ასეთ მსმენელებს სჭირდებათ ენის თითქმის სრულყოფილად ფლობა.

ხშირად დასმული კითხვები

რთულია თუ არა იტალიური ენის შესწავლა ქართველი სტუდენტებისთვის?

სხვა ენებთან შედარებით იტალიური ენის სწავლა ქართველი სტუდენტებისთვის არ არის რთული. ამის ერთერთი მიზეზი არის იტალიური სიტყვების ჟღერადობა. როგორც წესი, სტუდენტები რომლებიც უკვე ფლობენ ქართულს, მარტივად ართმევენ თავს იტალიური ბგერების წარმოთქმას. რაც შეეხება ენის სხვა კომპონენტებს, იტალიური ენა ითვლება საშუალო სირთული ენად.

რამდენად რთულია იტალიური გამოთქმის სწავლა?

იტალიური გამოთქმის სწავლა შედარებით ადვილია. იტალიურ ენაში სიტყვების უმეტესობა ისე იკითხება, როგორც იწერება, ამიტომ გამოთქმა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ზოგადად იტალიური ერთ-ერთ ყველაზე მარტივად წარმოსათქმელ ევროპულ ენად ითვლება.