- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
აღმოაჩინე იტალიის ჯადოსნური სამყარო და ისწავლე იტალიური ენა მარტივად! გამოცდილი იტალიური ენის მასწავლებელი გთავაზობს ინტერაქტიულ და შედეგზე ორიენტირებულ ონლაინ გაკვეთილებს. დაიწყე თავისუფლად საუბარი პირველივე შეხვედრიდან!
იტალიური ენის მასწავლებელი მაია ახვლედიანი ერთნაირი ენთუზიაზმით და ენერგიით ასწავლის იტალიურ ენას როგორც დამწყებ, ისე ენის მცოდნე სტუდენტებს. მისი მთავარი მიზანია რომ მოსწავლეებმა თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრები და ემოციები იტალიურ ენაზე.
მაია თითოეულ სტუდენტთან ამყარებს ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას. მასთან იტალიური ენის შესწავლის უპირატესობა ისიც არ ის რომ ის რთულ საკითხებს ქართულ ენაზე ხსნის. შედეგად სტუდენტები უკეთ გებულობენ იტალიური ენის თავისებურებებს.
იტალიური ენის მასწავლებელი ფლობს უმაღლეს განათლებას იტალიური ენის ფილოლოგიაში. მან დაამთავრა Università degli Studi di Perugia, სადაც დეტალურად შეისწავლა იტალიური ენა, ლიტერატურა და კულტურა. მან წარმატებით აითვისა უცხოელებისთვის იტალიური ენის სწავლების მეთოდიკა. პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ტრენინგი. ის ფლობს იტალიური ენის სწავლების კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს როგორიცაა DITALS (Certificazione di Competenza in Didattica dell’Italiano a Stranieri). ასევე მონაწილეობს საგანმანათლებლო სემინარებსა და პროფესიულ კონფერენციებში. შედეგად სწავლების პროცესში ის სისტემატიურად იყენებს თანამედროვე და ეფექტურ სწავლების მეთოდებს. აღნიშნული განათლება, კვალიფიკაცია და მრავალწლიანი გამოცდილება მას ეხმარება სტუდენტებს წარმატებით შეასწავლოს იტალიური ენა.
იტალიური ენის პედაგოგი (რეპეტიტორი) სწავლების პროცესში იყენებს საერთაშორისო სტანდარტად აღიარებულ სასწავლო და დამხმარე მასალებს. თითოეული სტუდენტთა ჯგუფისთვის და დონისთვის შერჩეულია შესაბამისი სასწავლო რესურსები. ძირითად სახელმძღვანელოებს შორისაა Nuovissimo Progetto Italiano რომელიც მოიცავს გრამატიკის, ლექსიკის, მოსმენის და კითხვის დავალებებს.
საუბრის და მოსმენის გასავარჯიშებლად გამოიყენება ისეთი აუდიო და ვიდეო რესურსები როგორიცაა: RAI Scuola, Easy Italian და Podcast Italiano. გამოყენებულ სასწავლო მასალებში ასევე შედის ყველასათვის ცნობილი იტალიური ფილმები. დამატებითი პრაქტიკის მისაღებად სტუდენტები მუშაობენ ისეთ პლატფორმებზე როგორიცაა Quizlet და Google Classroom.
სასკოლო და აკადემიური მხარდაჭერა: ინდივიდუალური პროგრამა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, აკადემიური შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
ცხადია იტალიური ენის შესასწავლად ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ენის სწავლის შემთხვევაში აუცილებელია გამოვყოთ დრო დავალებების შესასრულებლად. ჩვენი გამოცდილი იტალიური ენის მასწავლებელი და ეფექტურად შედგენი სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ რაც შეიძლება მარტივად აითვისოთ ენა. მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომელსაც იტალიური ენის მასწავლებელი სტუდენტებს აძლევს. ეს რეკომნდაციები ემსახურება იტალიური ენის შესწავლის კიდევ უფრო გამარტივებას და პროცესში სიამოვნების მიღებას.