Skip to main content

languagehub.ge

იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ხორციელდება იტალიის საინტერესო და მდიდარი ისტორიის განხილვის გზით. პროგრამის განმავლობაში ბავშვები სწავლობენ რომის და მის იმპერიის შესახებ. გებულებენ თუ როგორ ცხოვრებდნენ იმ დროინდელი ადამიანები.

პატარები “მოგზაურებენ” იტალიაში და სტუმრობენ ისეთ გამორჩეულ ისტორიულ ადგილებს, როგორიცაა კოლესიუმი, სადაც ისმენენ გლადიატორების ორთაბრძოლების შესახებ. ვატიკანში ისმენენ რომის პაპის შესახებ და ფლორენციესა და ვენეციაში ნახავენ მათ უნიკალურ არხებს სადაც ხალხი გადაადგილდება ნავებით.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს ყოველდღიური რეალობისგან. ეს კი ბავშვებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და მათ აქტიურად რთავს სასწავლო პროცესში. გაკვეთილებზე გამოიყენება ვიზუალური მასალები, რაც ეხმარება პატარებს უკეთ წარმოიდგინონ მაშინდელი რომი და მისი კულტურა.

სწავლის ეს მეთოდი ბავშვებს ეხმარება არა მხოლოდ ახალი ენის შესწავლაში არამედ ფანტაზიის განვითარებასა და ისტორიისადმი ინტერესის გაღვივებაში. შედეგად კი იტალიური ენის სწავლა ასეთი ფორმატით ხდება სახალისო.

იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის- სასწავლო პროგრამა

იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
იტალიური ენის შესწავლა ბავშვებისთვის - სასწავლო პროგრამა

ისტორიული თემები გამოიყენება როგორც ღუზა რის ირგვლივაც ისწავლება იტალიური ენა. თუმცა სწავლება სტრუქტურულად მოიცავს იტალიური ენის შემდეგ კომპონენტებს:

  • საუბარი – ბავშვები სწავლობენ კითხვების დასმას და პასუხის გაცემას (მაგ: “სად მდებარეობს რომი?”).
  • ლექსიკა – სწავლობენ ახალ სიტყვებს: ქალაქები, ადამიანები (მაგ:, ქალაქი, სახლი, გზა, ბაზარი).
  • გრამატიკა – ზმნების გამოყენება.
  • მოსმენა – ისტორიული ამბების მოსმენა.

იტალიური ენა მოზარდებისთვის

მოზარდების ჯგუფში პროგრამა კონცენტრირებულია იტალიის ისტორიის ირგვლივ თუმცა მოსმენის მაგივრად უფრო მეტი აქცენტი კეთდება თანატოლებთან დისკუსიაში და სხვადასხვა სავარჯიშოების შესრულებაში.

ჩვენი მასწავლებლები მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს მშობლებთან. რეგულარულად ხდება მოსწავლის პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დასწრების კონტროლი.

ხშირად დასხმული კითხვები:

რამდენი ხანი გრძელდება იტალიური ენის კურსი ბავშვებისთვის?

იტალიური ენის ბავშვებისთვის შესასწავლი კურსი აგებულია ასაკობრივ დონეებზე და არის გრძელვადიანი სწავლების პროგრამა. მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა დაიწყონ ნებისმიერ ეტაპზე და გააგრძელონ სწავლა მომდევნო დონეებზე მათი პროგრესის შესაბამისად.

თითოეული დონის კარიკულუმი მორგებულია ჯგუფის მოსწავლეების ასაკზე. მაგალითისთვის ბავშვების კლასში სილაბუსი მოიცავს მარტივ კომუნიკაციას და ენის გაცნობას. ხოლო მოზარდების ჯგუფებში ყურადღება ეთმობა საუბარს, და კითხვას.

როგორ ხდება რეგისტრაცია?

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე რის შემდეგაც ხდება პირველადი კონსულტაცია და განისაზღვრება მოსწავლის შესაბამისი ჯგუფი და დონე.