Skip to main content

languagehub.ge

იტალიური ენის კურსები ზრდასრულთათვის

იტალიური ენის კურსები ზრდასრულთათვის
იტალიურის კურსები

იტალიური ენის კურსები ზრდასრულთათვის პასუხობს ამ ენის შესწავლის სხვადასხვა გამოწვევებს. ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ ზოგადი იტალიური ენის უნივერსალური პროგრამა რომელიც არის ფუნდამენტი ყველა დამატებითი სპეციალიზირებული სწავლებისთვის. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ იტალიური ენის სალაპარაკო კურსი თუ თქვენი მიზანია სასაუბრო იტალიური შესწავლა. თუ გსურთ რომ შეისწავლოთ იტალიური ენა მხოლოდ საბაზისო დონეზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ დამყებთა კურსში.

სალაპარაკო იტალიურის კულტურული კურსი

იტალიური ენის კურსები დამწყებთათვის ნულიდან
იტალიური ენის კურსები ზრდასრულთათვის

ეს კურსი შექმნილია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ქართველებისთვის. ქართველების უმრავლესობა ვინც სტუმრობს ამ ქვეყანას მოხიბლულია მისი კუტლუტურული მემკვიდრეობით. ამიტომაც შეიქმნა ეს კურსი რომ სტუდენტებმა შეძლონ მარტივად ნავიგაცია იტალიის ვიზიტის დროს.

სალაპარაკო იტალიურის სწავლების პროცესში განხილულია იტალიური ცხოვრების სტილი რასაც მსმენელი თვითონ ეზიარება იტალიაში ვიზიტის დროს. კურში სტუდენტები გაივლიან: ყავის კულტურას, ყოველდღიური კვების რიტმს და სოციალური ურთიერთობების თავისებურებებს. ასევე ისწავლება იტალიელებისთვის დამახასიათებელი ჟესტები, გამოთქმები და კომუნიკაციის ბუნებრივი ფორმები, რაც ეხმარება სტუდენტებს უფრო ღრმად ჩაწვდნენ იტალიური ენის მახასიათებლებს.

იტალიური ენის კურსები დამწყებთათვის ნულიდან

იტალიური ენის კურსები დამწყებთათვის ნულიდან
იტალიური ენის კურსები დამწყებთათვის ნულიდან

იტალიური ენის კურსები დამყებთათვის მოიცავს იტალიური ენის საბაზისო სწავლებას დაბალანსებულად და სწრაფად. ამ კურს გადიან ის ადამიანები ვისაც არ ჭირდებათ იტალიურის კომპლექსური ცოდნა და მათთვის საკმარისია მხოლოდ საუბარი და მინიმალური კითხვა და წერა. ზუსტად ამ დონეზე ჩერდება ამ კურსის სწავლება. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეგეძლებათ უმარტივეს ფორმებში წაკითხულის გააზრება, წერა, მოსმენა და არაკომპლექსური ფრაზების წარმოთქმა.

იტალიურის უნივერსალური კურსი

კურსი მოიცავს იტალიური ენის შესწავლას საწყისი დონიდან პროფესიონალურ დონემდე. პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ვინც იწყებს ენის შესწავლას ნულიდან და ასევე იმათთვის ვისაც ადრე ჰქონდა გარკვეული ცოდნა, თუმცა სჭირდება მისი გამეორება და გამყარება.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ საშუალო გავლისი პროგრამის დონის შესაბამისი ცოდნა. მათთვის, ვისაც სურს უფრო ღრმა და მაღალ დონეზე სწავლა, შესაძლებელია სწავლების გაგრძელება დამატებით სპეციალიზებულ ჯგუფებში, რომლებიც ფორმირდება მოთხოვნისა და შეთანხმების საფუძველზე.

ხშირად დასხმული კითხვები:

როგორ ეხმარებით ზრდასრულებს შეცდომების დაშვების შიშის დაძლევაში?

ზრდასრულებს ვეხმარებით გააცნობიერონ, რომ შეცდომები ენის სწავლის ბუნებრივი და თავიდან აურიდებელი ნაწილია. სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციაზე და არა სრულყოფილად ენის გამოყენებაზე. უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში მსმენელები თანდათან იძენენ თავდაჯერებას დაპრაქტიკაში იყენებენ ახალ ცოდნას. შედეგად, როგორც წესი დროთა განმავლობაში შეცდომების შიში იკლებს.

რატომ ხდება რომ პოდკასტები მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს?

პოდკასტების მოსმენისას თქვენ მხოლოდ ინფორმაციას ღებულობთ და პასუხის მოფიქრება არ გიწევთ. რეალური დიალოგის დროს კი გიწევთ პარალელურად გაიგოთ რას გეუბნებიან და ამავდროულად სწრაფად ჩამოაყალიბოთ პასუხი და სწორად გამოხატოთ აზრი. სწორედ ამიტომ საუბარი გაცილებით რთულია.