- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
გერმანული ენის კურსები ბევრ შესაძლებლობას ქმნის როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. გერმანული ენის ცოდნა სასარგებლოა სწავლის, დასაქმების, მოგზაურობისა და გერმანულენოვან ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის მსურველთათვის. ბავშვებსა და მოზარდებს კი გერმანულის ენის შესწავლა მომავალში მეტ არჩევანს აძლევს როგორც განათლების, ისე კარიერული განვითარების მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანული მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა არ არის, ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ შემსწავლელებს შორის. ყოველწლიურად ბევრი ქართველი სტუდენტი მონაწილეობს გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამებში, სწავლობს გერმანიისა და ავსტრიის უნივერსიტეტებში ან აგრძელებს პროფესიულ განვითარებას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. განსაკუთრებით მაღალია ინტერესი სამედიცინო სფეროში დასაქმებისა და გადამზადების მიმართულებით.
გერმანული ენის ცოდნა ასევე მოთხოვნადია იმ ქართულ კომპანიებში, რომლებიც თანამშრომლობენ გერმანულ პარტნიორებთან ან იყენებენ გერმანულ ტექნოლოგიებსა და დანადგარებს. გარდა ამისა, გერმანულენოვან ქვეყნებში მოგზაურობისას ენის ცოდნა მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას, გადაადგილებასა და ყოველდღიური საკითხების მოგვარებას.
შესაბამისად, გერმანული ენის სწავლა წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას, რომელიც ზრდის განათლების, კარიერისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს. საქართველო და გერმანულენოვანი ქვეყნები მრავალი მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ, რაც გერმანული ენის ცოდნას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
გერმანული ენის კურსები განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის და მიზნის მქონე აუდიტორიისთვის. ჩვენს ცენტრში არსებული გერმანული ენის კურსები მორგებულია როგორც ბავშვებზე და მოზარდების ინტერესებზე, ასევე ზრდასრულებზე, რომლებსაც გერმანულის სწავლა პირადი, აკადემიური ან პროფესიული მიზნებისთვის ჭირდებათ.
გერმანული ენის შემსწავლელი კურსები შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, რომელთაც გერმანულთან შეხება არასოდეს ჰქონიათ, ასევე მათთვის, ვისაც უკვე გააჩნია გარკვეული ცოდნა და სურს მისი გაღრმავება. თუ გეგმავთ სწავლას უცხოეთში, გერმანულენოვან გარემოში მუშაობას, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადებას ან უბრალოდ ახალი ენის შესწავლას, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი საჭიროებების შესაბამისი კურსი. თითოეული სტუდენტი სწავლას იწყებს საკუთარი დონისა და მიზნების გათვალისწინებით.
გერმანული ენის ცენტრის სწავლების მეთოდოლოგია ეფუძნება განსხვავებულ მიდგომას სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე აუდიტორიისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთი და იგივე მეთოდი ყველა სტუდენტისთვის ეფექტური ვერ იქნება, ამიტომ სასწავლო პროცესი მორგებულია კონკრეტული ჯგუფის მიზნებსა და შესაძლებლობებზე.
ზრდასრულთა გერმანული ენის კურსები ორიენტირებულია პრაქტიკულ კომუნიკაციასა და რეალურ სიტუაციებზე. ჩვენ არ ვითხოვთ სიტყვების და გრამატიკული ფორმების დაზეპირებას. გერმანულის სწავლების პროცესში სტუდენტები აქტიურად ერთვებიან დიალოგებში, დისკუსიებსა და კომუნიკაციურ სავარჯიშოებში, რაც მათ ეხმარებათ ენის ბუნებრივად ათვისებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსმენელებმა გერმანულად საუბარი რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყონ, თუნდაც თავდაპირველად შეცდომებით.
ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამები კი უფრო ინტერაქტიული და სახალისოა. გერმანული ენის სწავლების პროცესი მოიცავს თამაშებს, საინტერესო აქტივობებსა და ასაკზე მორგებულ სავარჯიშოებს, რაც ბავშვებს უნარჩუნებს მოტივაციას და გერმანული ენის სწავლის ინტერესს.
სახელმძღვანელო მასალებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო პრაქტიკას, რადგან სწორედ ენის აქტიური გამოყენება ეხმარება სტუდენტებს ცოდნის სწრაფად და ეფექტურად განვითარებაში.
გერმანული ენის კურსების გავლა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეარჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი. ჩვენ გთავაზობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გაკვეთილებს. დამატებით შეგიძლიათ აირჩიოთ გერმანული სწავლების დისტანციური (ონლაინ) მეთოდი ვისაც არ სურს ადგილზე მოსვლა. გერმანული ენის შესწავლის ონლაინ ფორმატი უზრუნველყოფს მოქნილობას და შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთოთ მეცადიონეობას. ჯგუფური კურსები თავის მხრივ ხელს უწყობს კომუნიკაციის განვითარებასა და გუნდურ გარემოში სწავლას, ხოლო ინდივიდუალური პროგრამები სრულად მორგებულია სტუდენტის მიზნებსა და ენის შესწავლის სიჩქარეზე. მიუხედავად იმისა თუ რომელ ტიპის პროგრამას აირჩევთ ყველა ფორმატში სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია შედეგზე და პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე.
გერმანული ენის კურსები დაყოფილია ოფიციალურ დონეებად A1-დან C1-მდე. ენის შემსწავლელები პირველ ეტაპზე გადიან ტესტირებას და ამის შემდეგ იწყებენ სწავლას შესაბამის დონის პროგრამაში. თითოეული დონის დამთავრების შემდეგ იმისათვის რომ გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე უნდა გაიარონ ტესტირება რითაც დაამტკიცებენ რომ მზად არიან მომდევნო ეტაპის დასაწყებად.
ჩვენი სტუდენტების წარმატება ჩვენი სწავლების ხარისხისა და მეთოდიკის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელია. ისინი სისტემატურად გადიან და წარმატებით აბარებენ საერთაშორისო გერმანული ენის გამოცდებს, რაც ადასტურებს მათ მაღალ აკადემიურ მომზადებასა და გერმანული ენის პრაქტიკულ ცოდნას.
მიღებულ ცოდნას ჩვენი სტუდენტები წარმატებით იყენებენ როგორც განათლების გასაგრძელებლად, ისე პროფესიული განვითარების მიზნით. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს გერმანიისა და ავსტრიის უნივერსიტეტებში, დასაქმდნენ გერმანულენოვან ქვეყნებში ან მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები გერმანულ ენას თავდაჯერებულად იყენებენ რეალურ ცხოვრებაში: სწავლაში, სამსახურში და ყოველდღიურ სიტუაციებში. მათი მიღწევები ადასტურებს რომ ჩვენი გერმანული ენის კურსები სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას არამედ პრაქტიკულ ცოდნასაც.
დიახ. გერმანული ენის კურსებს უძღვებიან კვალიფიციური და გამოცდილი ტუტორები, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება და გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება გერმანული ენის სწავლაში. ისინი რეგულარულად ეცნობიან სწავლების თანამედროვე მეთოდებს რათა სტუდენტებს შესთავაზონ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.
დიახ, ენის თითოეული დონის წარმატებით დასრულების და შიდა ტესტირების ჩაბარების შემდეგ მიიღებთ ჩვენი სკოლის შიდა სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს შესაბამისი დონის წარმატებით გავლას. ჩვენი სკოლის ენის სწავლების პროგრამა სრულად შეესაბამება საერთაშორისო დონეების (A1–C2) სტანდარტებს. თუ საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი გჭირდებათ სწავლის, დასაქმების ან სხვა ოფიციალური მიზნებისთვის, დამატებით უნდა ჩააბაროთ შესაბამისი საერთაშორისო გამოცდა და წარმატებით მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი.
გერმანული ენის კურსის შერჩევისათვის აუცილებელია დონის განმსაზღვრელი ტესტირების გავლა. ტესტის შედეგით ფასდება თქვენი ენის ფლობის დონე რის მიხედვითან ინსაზღვრება თუ რომელი დონის კურსზე უნდა ჩაეწეროთ. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი გერმანული ენის ცენტრში ტარდება სხვადასხვა ტიპის კურსი აუცილებელია გაესაობროთ ჩვენი კურსების კოორდინატორს რომ ზუსტად მოხდენს თქვენს მიზნებზე და საჭიროებებზე მორგებული კურსის შერჩევა. დონის და კურსის არჩევის შემდეგ უნდა აირჩიოთ გაკვეთილის ფორმატი. კერძოდ, გსურთ გერმანული ენის ისწავლოთ ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, ადგილზე მოსვლით თუ დისტანციურად.