Skip to main content

languagehub.ge

ესპანური ენის მასწავლებელი

ესპანური ენის მასწავლებელი პედაგოგი რეპეტიტორი
ესპანური ენის მასწავლებელი პედაგოგი რეპეტიტორი

ისწავლე ესპანური ენა მარტივად და ეფექტურად! ინდივიდუალური და ჯგუფური ონლაინ გაკვეთილები ნებისმიერი დონის მოსწავლისთვის. დაიწყე საუბარი პირველივე გაკვეთილიდან და აღმოაჩინე ესპანურენოვანი სამყარო.

ესპანური ენის მასწავლებელი გასწავლით ესპანურ ენის მრავალფეროვნებას. ერთი და იგივე სიტყვა ესპანეთში და ლათინურ ამერიკაში ხშირად განსხვავებულად გამოიყენება. ამიტომ სწავლის პროცესში თქვენ ამ განსხვავებებს დეტალურად გაეცნობით. ასევე ისწავლით, რომელი სიტყვები და გამოთქმებია უნივერსალური და რომელთა გამოყენება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია მიღებული. შედეგად თქვენ შეძლებთ ნებისმიერ ესპანურად მოსაუბრე პირთან კომუნიკაციას რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ის.

როგორ ამოვიცნოთ კარგი ესპანური ენის მასწავლებელი?/ ესპანური ენის პედაგოგის თვისებები

ესპანური ენის მასწავლებლის არჩევის დროს ყურადღება შეგიძლიათ გაამახვილოთ მის აკადემიურ და პროფესიულ მიღწევებზე. მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. არის რიგი კრიტერიუმებისა რაც ახასიათებს კარგ მასწავლებელს:

  • ჩვენი ესპანური ენის მასწავლებელი არ დაგპირდებათ რომ ენას ისწავლით რამდენიმე თვეში. ის შეგიქმნით რეალისტურ მოლოდინებს და აგიხსნით ენის შესწავლის ყველა სირთულეს და მისი დაძლების გზებს.
  • ესპანური ენის მასწავლებელი ჩვენს სკოლაში ასწავლის რამდენიმე კურსს. ის თავდაპირველი შეხვედრის დროს გამოგკითხავთ თქვენს მიზნებზე, მოტივაციაზე და გრაფიკზე. მხოლოდ ამის შემდეგ გირჩევთ რომელ პროგრამაზე უნდა ჩაეწეროთ.
  • გაკვეთილის დროს ქმნის სიტუაციებს სადაც სტუდენტებს აქვთ მოტივაცია რომ თვითონ ჩაერთნონ დისკუსიებში. მასწავლებელი წამოიწყებს სხვადასხვა საინტერესო თემატიკებზე საუბარს და გამოდის დიალოგიდან რომ სტუდენტებს დააცადოს მონაწილეობა. ეს მნიშვნელოვანია რადგან ენის შესწავლა ყველაზე ეფექტურად ხდება საუბრის დროს.
  • აკადემიური ესპანურის გარდა სტუდენტებს ასწავლის ყოველდღიურ ჟარგონებს და გამოთქმებს. ჩვენი მასწავლებელი ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ აკადემიურ ესპანურს, არამედ იმ ვარიაციებს რომელსაც ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში ყოველდღიურად იყენებენ.
  • მას შეუძლია რთული თემების მარტივად ახსნა. მარტივად ახსნის შესაძლებლობა რთული ენის სწავლას გადააქცევს სასიამოვნო პროცესაც.

ესპანეთის თუ ლათინური ამერიკის ესპანური- რას ასწავლის ესპანური ენის რეპეტიტორი?

ესპანური ენის მასწავლებელი (პედაგოგი, რეპეტიტორი) რომელიც მუშაობს ჩვენს სკოლაში არ აძალებს სტუდენტებს აირჩიონ ესპანეთის ან სამხრეთ ამერიკის დიალექტის არჩევას. ენის დიალექტების და ვარიაცები მეტყველებს ესპანური ენის მრავალფეროვნებაზე. ზუსტად ეს არის მიზეზი რატომაც მეტი და მეტი სტუდენტი სწავლობს ამ ენას ჩვენს სკოლაში. მას შემდეგ რაც სტუდენტები შეისწავლიან ენის საფუძვლებს ისინი თვითონვე ხვდებიან სხვადასხვა დიალექტეის შორის სხვაობებს როგორიცაა: coche თუ carro, móvil თუ celular, zumo თუ jugo, conducer თუ manejar.

ესპანური ენის მასწავლებელი პედაგოგი რეპეტიტორი
ესპანური ენის მასწავლებელი პედაგოგი რეპეტიტორი

სასაუბრო ესპანური - სწრაფი და პრაქტიკული კურსი მათთვის, ვისაც სურს თავისუფლად კომუნიკაცია მოგზაურობისას ან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ესპანურის მასწავლებელი თავიდან აგარიდებთ

ესპანური ენის სწავლის დასაწყისში ბევრი დამწყები ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს. მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა თუ რა უჭირთ ყველაზე მეტად ქართულ აუდიტორიას რომელიც ესპანურს სწავლობს. ჩვენი ესპანურის გამოცდილი მასწავლებელი კი ამ პრობლემებს სტუდენტებს თავიდან არიდებს. მცირე შეცდომების თავიდანვე აღმოფხვრა განაპირობებს სამომავლოდ უფრო დიდი სირთულეებზე თავის არიდებას.

ესპანური ენის მასწავლებელი გაგისწორებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს:

  • სქესის არასწორად გამოყენება: el casa, la libro – მასწავლებელი თავიდანვე გასწავლით როგორ გამოიყენოთ სწორად el და la.
  • ზედსართავის შეუთავსებლობა: chico alta – ზედსართავი ყოველთვის უნდა ეთანხმებოდეს არსებით სახელს სქესსა და რიცხვში. სწორია: chica alta ან chico alto.
  • ზმნების შეცდომით უღლება: yo habla español – სწორია yo hablo español. მასწავლებელი გასწავლით ზმნების უღლებას არა დაზეპირებით არამედ ენის ლოგიკური გაგებით.
  • მცდარი მსგავსი სიტყვები: embarazada არ ნიშნავს შერცხვენილს, არამედ ნიშნავს ორსულს. ასეთ სიტყვებს მასწავლებელი თავიდანვე გაგაცნობთ, რათა არ მოხვდეთ უხერხულ სიტუაციებში.