- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
კვალიფიციური გერმანული ენის მასწავლებელი სწრაფი და ეფექტური შედეგის მთავარი გარანტია.
გერმანული ენის მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენის ათვისების პროცესში. ჩვენი სკოლის სწორ სასწავლო პროგრამისთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და თითოეული სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა. გერმანული ენის მასწავლებლებლებისთვის რომლებიც ჩვენს სკოლაში მუშაობენ გერმანული წარმოედგენს მშობლიურ ენას. ასევე გერმანულს ასწავლიან ქართველი პედაგოგები, რომლებიც გერმანულ ენას ფლობენ უმაღლეს დონეზე. მათ მიღებული აქვთ გერმანული ფილოლოგიის ან შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობენ პროფესიულ სერტიფიკატებს და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე კლასებთან მუშაობაში. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში, რათა მუდმივად განაახლონ სწავლების მეთოდები.
ჩვენი გერმანული ენის მასწავლებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ერთი და იგივე სწავლების მეთოდი ყველა სტუდენტისთვის ეფექტური ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, თითოეული პროგრამა მორგებულია ასაკზე, ცოდნის დონესა და სასწავლო მიზანზე. სწავლების პროცესში გამოიყენება თანამედროვე სახელმძღვანელოები, ელექტრონული რესურსები, პრაქტიკული სავარჯიშოები და ინტერაქტიული დავალებები, რომლებიც კონკრეტული ჯგუფის საჭიროებებს შეესაბამება. მაგალითად, ბავშვებთან სწავლება თამაშზე, აქტივობებსა და კომუნიკაციაზეა დაფუძნებული, რადგან ამ ასაკში ენის ათვისება ყველაზე ეფექტურად სახალისო გარემოში ხდება.
გერმანული ენის მასწავლებლები ასევე ატარებენ სალაპარაკო, სამუშაო, და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ გერმანული ენის გაკვეთილებს. სასწავლო პროგრამის შედგენისას მთავარი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რატომ სწავლობს სტუდენტი გერმანულ ენას. სწორედ ამიტომ, თითოეული კურსი ინდივიდუალურად არის მორგებული ენის შესწავლის მიზანს და არ ეფუძნება ერთიან შაბლონურ მიდგომას. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს რომ უფრო სწრაფად მიაღწიონ მათთვის სასურველ შედეგს.
გერმანული ენის მასწავლებელი (რეპეტიტორი), რომელიც ენას ფლობს პროფესიონალურ და აკადემიურ დონეზე მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც გერმანული უბრალოდ კარგად იცის. პროფესიონალ გერმანული ენის პედაგოგს აქვს სპეციალური პედაგოგიური განათლება, სწავლების გამოცდილება და მეთოდოლოგიური ცოდნა, რაც არ გააჩნია არაპროფესიონალ ენის მცოდნეს, თუნდაც ის ენას უმაღლეს დონეზე ფლობდეს.
პირველ რიგში, პროფესიონალი გერმანული ენის პედაგოგი სწავლების პროცესში ხელმძღვანელობს წინასწარ შედგენილი და პრაქტიკაში გამოცდილი სასწავლო პროგრამით. ამის შედეგად სწავლა არის სტრუქტურირებული, ლოგიკური და თანმიმდევრული. პროფესიონალმა რეპეტიტორმა ზუსტად იცის, რომელი მასალა უნდა ისწავლებოდეს პირველად და როგორ უნდა დააშენოს ახალი ცოდნა უკვე არსებულ ფუნდამენტზე. სტუდენტს თავიდანვე აქვს მკაფიო მოლოდინი, თუ რა თემებს გაივლის უახლოეს კვირებსა და თვეებში. ასეთი სტრუქტურა ხშირად არ არსებობს არაპროფესიონალ მასწავლებელთან, რის გამოც სწავლების პროცესი ხდება არათანმიმდევრული. შედეგად ეს აბნევს სტუდენტს და ზოგ შემთხვევაში სწავლის შეწყვეტის მიზეზიც ხდება.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება ეხება ახსნის უნარს. პროფესიონალ გერმანული ენის მასწავლებელს (პედაგოგს) აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად იცის თუ როგორ ახსნას რთული მასალა მარტივად და გასაგებად. მას შეუძლია სწავლების პროცესი მოარგოს სტუდენტის ენის ფლობის დონეს. როდესაც მასწავლებელი მკაფიოდ და მარტივად ხსნის ენის საფუძვლებს სტუდენტი მას უფრო სწრაფად იგებს, რაც ზრდის მოტივაციას და სწავლისადმი ინტერესს. არაპროფესიონალ მასწავლებელს კი მიუხედავად ენის ცოდნისა, ხშირად არ აქვს ცოდნის გადმოცემის მეთოდოლოგია. ეს კი სწავლების პროცესს ართულებს როგორც სტუდენტისთვის ისე მასწავლებლისთვის.
საბოლოოდ, პროფესიონალი გერმანული ენის მასწავლებელი (რეპეტიტორი) და საგანმანათლებლო ცენტრი იყენებს სისტემურ ტესტირებას. ტესტირება საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც სტუდენტის პროგრესი ასევე სწავლების ეფექტურობა. ამ ტესტების შედეგები აჩვენებს, რამდენად სწორად მიმდინარეობს სწავლების პროცესი და სად არის საჭირო გაუმჯობესება. ასეთი კონტროლის მექანიზმები უზრუნველყოფს მუდმივ განვითარებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. არაპროფესიონალ მასწავლებელს როგორც წესი მსგავსი სისტემა არ გააჩნია, რაც ართულებს პროგრესის შეფასებას და კონტროლს.
იპოვეთ თქვენზე მორგებული გერმანული ენის მასწავლებელი დღესვე, დაგეგმეთ პირველი საცდელი გაკვეთილი და გადადგით ნაბიჯი ევროპული მომავლისკენ!
გერმანული ენის მასწავლებლის შერჩევამდე სასურველია გაეცნოთ თითოეული პედაგოგის რეზიუმეს. ყურადღება მიაქციეთ მის განათლებას, გამოცდილებას, სერტიფიკატებსა და სწავლების მეთოდოლოგიას. ასევე მნიშვნელოვანია გაიგოთ რა ტიპის სტუდენტებთან მუშაობს და რა მიმართულებით აქვს ყველაზე მეტი გამოცდილება. ყველა გერმანული ენის მასწავლებელი ვერ იქნება ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად შესაფერისი, ამიტომ არჩევანი თქვენი ენის შესწავლის მიზნების შესაბამისად უნდა გააკეთოთ.
თუ თქვენი მთავარი მიზანი სალაპარაკო გერმანულის განვითარებაა, სასურველია უპირატესობა მიანიჭოთ გერმანული ენის მშობლიურად მოლაპარაკე მასწავლებელს. ამ შემთხვევაში თავიდანვე შეეჩვევით ბუნებრივ გამოთქმას და სწორ საუბარს რაც კომუნიკაციის უნარების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ხოლო თუ ემზადებით საერთაშორისო გამოცდისთვის ან გსურთ გერმანული ენის გრამატიკის საფუძვლიანად შესწავლა, ხშირად უფრო ეფექტურია ქართველი გერმანული ენის მასწავლებელი. მას შეუძლია რთული გრამატიკული საკითხები ქართულ ენაზე მარტივად აგიხსნათ, შეადაროს გერმანულისა და ქართული ენის მსგავსებები და განსხვავებები. შედეგად თქვენ მასალას უკეთ გაიგებთ და დაიმახსოვრებთ.
რეზიუმის გაცნობის შემდეგ რეკომენდებულია გერმანული ენის მასწავლებელს პირადად ან ონლაინ გაესაუბროთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ წინასწარ შეაფასოთ მისი კომუნიკაციის სტილი, სწავლების მიდგომა და გაიგოთ რამდენად შეესაბამება ის თქვენს მოლოდინებს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს როდესაც მასწავლებელსა და სტუდენტს შორის კარგი კომუნიკაციაა სწავლების პროცესიც გაცილებით ეფექტური და სასიამოვნო ხდება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია გაიაროთ ერთი სატესტო გაკვეთილი. ამ გაკვეთილზე შეძლებთ შეაფასოთ გერმანული ენის მასწავლებლის სწავლების სტილი, ახსნის უნარი, კომუნიკაცია და ის თუ რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს მის გაკვეთილზე. საცდელი გაკვეთილი სასარგებლოა არა მხოლოდ სტუდენტისთვის, არამედ თავად მასწავლებლისთვისაც რადგან ორივე მხარეს ეცოდინება თუ რა მოლოდინები უნდა გააჩნდეთ. გერმანული ენის სწავლა გრძელვადიანი პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე შეარჩიოთ გერმანული ენის მასწავლებელი რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოლოდინებს.