- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
გახსენი ახალი შესაძლებლობები ინგლისური ენის შესწავლით! ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული ონლაინ გაკვეთილები ნებისმიერი ასაკისა და ცოდნის დონის მოსწავლისთვის. დაიწყე თავისუფლად საუბარი პირველივე გაკვეთილიდან.
ინგლისური ენის მასწავლებელი (პედაგოგი, რეპეტიტორი) უნდა ფლობდეს როგორც უმაღლეს აკადემიურ განათლებას, ასევე თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიას. ჩვენი ინგლისური ენის მასწავლებლები ინგლისურ ფილოლოგიაში, ლინგვისტიკაში და ინგლისური ენის სწავლებაში (English Language Teaching) ფლობენ უმაღლეს განათლებას. გარდა ამისა, მათ წარმატებით გავლილი აქვთ საერთაშორისო პედაგოგიური პროგრამები და ფლობენ ისეთსაერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა TKT, TEFL, CELTA, DELTA, TESOL.
ინგლისური ენის პედაგოგები ინგლისური ენის ცოდნას ადასტურებენ საერთაშორისო გამოცდების შედეგებით როგორიცაა PTE Academic , IELTS, TOEFL, Cambridge C1 Advanced (CAE), Cambridge C2 Proficiency (CPE). ისინი ფლობენ სწავლების მეთოდოლოგიას და წარმატებით მუშაობენ ყველა ასაკის სტუდენტთან.
აკადემიური განათლების და ინგლისური ენის სასწავლო სერტიფიკატების გარდა ჩვენთან მომუშავე ინგლისური ენის რეპეტიტორებს აქვთ სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა. მათ ამ ხნის განმავლობაში ასობით სტუდენტს ასწავლეს ინგლისური სხვადასხვა დონეზე. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგებში, სემინარებში და კონფერენციებში, რათა მუდმივად შეიტყონ სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ.
ინგლისური ენის პედაგოგის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომუნიკაციურ სწავლებას. სწავლების ეს პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებზე დაფუძნებულ მიდგომას, ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო გეგმის შედგენასა და სტუდენტის პროგრესის სისტემურ შეფასებას. დამატებით სხვადასხვა ტიპის სტუდენტთან ადაპტაციის უნარი მათ საშუალებას აძლევს თითოეულ მსმენელს ინგლისურის ენის ყველაზე ეფექტურად შესწავლაში დაეხმარონ.
ინგლისური ენის პედაგოგი პროგრამის გავლის დროს მუდმივ კავშირშია თავის სტუდენტებთან. სწორედ ეს არის სტუდენტების წარმატების მთავარი საწინდარი. ჩვენი გაკვეთილები ისეა დაგეგმილი, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დეტალურად და ამომწურავად განიხილონ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი. თუმცა, ჩვენი სტუდენტისადმი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება მხოლოდ გაკვეთილის დროს.
თუ დავალებების შესრულებისას სტუდენტებს რაიმე შეკითხვა გაუჩნდებათ მათ არ მოუწევთ მომდევნო გაკვეთილამდე ლოდინი. ჩვენი ტექნოლოგიური რესურსები იძლევა საშუალებას, სტუდენტებმა დასვან კითხვა პირდაპირ მასწავლებელთან ან საერთო ჯგუფში. ამ სისტემას ორი ძირითადი მიზანი აქვს:
გარდა ჯგუფური დისკუსიებისა, მასწავლებელს გამოყოფილი აქვს სპეციალური საათები, როდესაც მოსწალეებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში პირადად მასწავლებელს დაუსვან შეკითხვები.
ინგლისური ენის მასწავლებელი თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად აფასებს. ეს საშუალებას აძლევს პედაგოგს ზუსტად განვსაზღვროს, ვის რა მიმართულებით სჭირდება მეტი დამხარება. შედეგად, სტუდენტები იღებენ მათზე საჭიროებებზე მორგებულ დამატებით სავარჯიშოებს რაც ეხმარება მათ სუსტი წერტილების აღმოფხვრაში.
ასეთი სისტემა ინგლისური ენის მასწავლებელს აძლევს საშუალებას ყოველთვის იყოს სტუდენტების გვერდით და დროის დაკარგვის გარეშე გაუწიოს სტუდენტებს დახმარება.
საერთაშორისო გამოცდების მომზადება - სიღრმისეული კურსები IELTS, TOEFL და Cambridge-ის სერტიფიკატების მისაღებად.
თუ ჯერ კიდევ არჩევანის ეტაპზე ხართ, ინგლისური ენის მასწავლებელთან პირველადი კონსულტაცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენს სკოლაში რამდენიმე კვალიფიციური ინგლისური ენის მასწავლებელი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი წარმატებით ასწავლის ენას, მათ აქვთ განსხვავებული გამოცდილება, კვალიფიკაციები და სწავლების მიდგომა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ის მასწავლებელი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს მიზნებს.
ინგლისური ენის მასწავლებელთან კონსულტაციის დროს გაეცნობით თითოეული მასწავლებლის სასწავლო კურსებს, გამოცდილებასა და სწავლების მეთოდს. ზოგი სპეციალიზდება ზოგად ინგლისურში, ზოგი კი საერთაშორისო გამოცდებისთვის ამზადებს სტუდენტებს. კონსულტაციის წყალობით შეძლებთ აირჩიოთ პროგრამაც და მასწავლებელიც, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება.
ასევე გაიგებთ, რომელი მასწავლებელი ატარებს ონლაინ ან აუდიტორიულ გაკვეთილებს, ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ სწავლებას. სურვილის შემთხვევაში შეძლებთ გაესაუბროთ როგორც ქართველ, ისე ინგლისურენოვან მასწავლებლებს. თქვენ შეძლებთ მოისმინოთ მათი კომუნიკაციის სტილს და გადაწყვიტოთ, ვისთან იგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად გაკვეთილების დროს.
პირველადი კონსულტაცია მხოლოდ ინფორმაციის მიღებას არ ემსახურება. ეს არის შესაძლებლობა, ადგილზე გაიცნოთ სკოლა, მასწავლებლები და წარმოდგენა შეიქმნათ კურსზე. სწორედ ამიტომ, კონსულტაცია ინგლისური ენის სწავლის დაწყებამდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.