- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
გერმანული ენა შესწავლა ბავშვებისთვის ხშირად აღიქმება როგორც რთულად ასათვისებელი ენა. თუმცა ჩვენი მეთოდით სწავლება ამ წარმოდგენას მთლიანად ცვლის. ჩვენი გერმანულის კურსი ბავშვებისთვის აგებულია გერმანული გამოგონებებისა და რეალური ისტორიების ირგვლივ, რაც ბავშვებს ეხმარება ენა შეისწავლონ ბუნებრივად გერმანული სამყაროს აღმოჩენის გზით. ისინი სწავლობენ:
მანქანის გამოგონება
ბავშვები სწავლობენ, რომ პირველი ავტომობილი შექმნა Karl Benz-მა გერმანიაში.
ამ თემის ირგვლივ ისინი სწავლობენ:
• ტრანსპორტის ლექსიკას
• ფერებს და აღწერას
• მიმართულებებს (მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან)
• მოგზაურობას და მოძრაობას
Cuckoo საათი
ტრადიციული გერმანული Kuckucksuhr ბავშვებისთვის იქცევა სწავლების სახალისო ნაწილად.
ამ თემის ფარგლებში ისინი სწავლობენ:
• საათის კითხვას
• წუთებსა და დროს
• ყოველდღიურ რუტინას
გაკვეთილზე ხშირად ვიყენებთ ანალოგიურ საათებს, თამაშებს და დროის ამოსაცნობ სავარჯიშოებს.
საბეჭდი პრესა
ბავშვები ასევე ეცნობიან იმას, რომ წიგნების ბეჭდვის განვითარება დაკავშირებულია Johannes Gutenberg-თან.
ამ თემის ფარგლებში ისინი სწავლობენ:
• ანბანს
• მარტივ კითხვა წერას
• სიტყვების ფორმირებას
ჩვენი მიდგომა
ჩვენი მიზანია, რომ ბავშვმა გერმანული არ აღიქვას როგორც რთული საგანი.
ამის ნაცვლად, ისინი:
• ენის სწავლას უკავშირებენ რეალურ ისტორიებს
• ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას
• და ნელ-ნელა იწყებენ თავისუფალ კომუნიკაციას
შედეგი
კურსის დასრულების შემდეგ ბავშვი:
• უკეთ იგებს გერმანული ენის სტრუქტურას
• სწავლობს სიტყვებს კონტექსტში და არა დაზეპირებით
• იწყებს ენის გამოყენებას ბუნებრივად
მოზარდებს შეუძლიათ შეუერთდნენ ნებისმიერი დონის ჯგუფს A1-C1. მოზარდების ჯგუფში ყურადღება ექცევა სიტყვების მარაგის გამდიდრებას და ენის უფრო მეტად დახვეწას.
როგორც წესი, ბავშვები 6 თვის შემდეგ უკვე იწყებენ მარტივი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენებას. საშუალო დონის თავისუფალი კომუნიკაციისთვის საჭიროა დაახლოებით 2–3 წელი რეგულარული სწავლა.
დიახ.
მოზარდების ჯგუფებს (A1–C1 დონე) ასწავლიან გერმანელი მასწავლებლები.
პატარების ჯგუფებს (3–10 წელი) ასწავლიან გამოცდილი ქართველი პედაგოგები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს ქართულადაც უხსნიან მასალას, რათა სწავლა იყოს მარტივი და გასაგები.
პროგრესი ფასდება სტანდარტული ტესტების და პრაქტიკული უნარების მიხედვით:
• ახალი სიტყვების გამოყენება საუბარში
• მოსმენის გაგება
• კომუნიკაციის აქტიურობა გაკვეთილებზე