Skip to main content

languagehub.ge

ინგლისური ენის შესწავლა ზრდასრულთათვის

ინგლისური ენის შესწავლა ზრდასრულთათვის
ინგლისური ენის შესწავლა ზრდასრულთათვის

ინგლისური ენის შესწავლა ზრდასრულთათვის ხშირად უფრო სწრაფად მიმდინარეობს რადგან ზრდასრულები მხოლოდ სიტყვებს არ სწავლობენ. ისინი მუდმივად სვამენ კითხვას რატომ? რატომ გამოიყენება ერთი დრო მეორის ნაცვლად? რატომ ჟღერს ერთი ფრაზა ბუნებრივად, მეორე კი არა? ამ ტიპის ანალიზი ინგლისური ენის ლოგიკის გაგებაში ეხმარება სტუდენტს, რის შედეგადაც ცოდნა მხოლოდ დამახსოვრებაზე აღარ არის დამყარებული.

ინგლისურის სწავლა ნულიდან დამწყებთათვის

ინგლისურის სწავლა ნულიდან დამწყებთათვის
ინგლისურის სწავლა ნულიდან დამწყებთათვის

ინგლისური ენის სწავლა ნულიდან დამწყებთათვის განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინგლისური ენის სწავლის წინარე გამოცდილება.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინგლისური ენის საფუძვლების შესწვლას და გამყარებას: გრამატიკის წესების შესწავლას, საბაზისო სიტყვებით ლექსიკის შევსებას და მარტივი წინადადებების აგებას.

ინგლისურის დამწყებთათვის კურსში თქვენ ასევე სწავლობთ ელემენტარული ფრაზების მოსმენას და გამეორებას რაც გეხმარებათ ინგლისურად ალაპარაკებაში. ამ კურს როგორც წესი სტუდენტები ამთავრებენ A1-A2 დონეზე.

ინგლისურის ნულიდან სწავლის კურსი დამწყებთათვის აგებულია ისე, რომ ეტაპობრივად და სტაბილურად აითვისოთ ენის საწყისები, რაც მომავალში მოგცემთ შესაძლებლობას გაიაროთ ჩვენი უფრო მაღალი დონის ზოგადი ინგლისურის კურსი. აღნიშნული კურსის გავლას ჭირდება 9 თვე. პროგრამის დასრულების ეტაპზე თქვენ უკვე ფლობთ დაახლოებით 500-700 სიტყვას და შეგიძლიათ ელემენტარულ თემების წაკითხვა, მოსმენა და პასუხის გაცემა. მიუხედავად გრამატიკული შეცდომებისა შეგიძლიათ გაიგოთ რაზეა საუბარი მოცემულ ტექსტსა თუ დიალოგში.

ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისურის კურსზე, როგორც წესი, გადმოდიან სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საბაზისო ინგლისურის პროგრამა და სურთ ენის უფრო სიღრმისეული შესწავლა.

ზოგადი ინგლისურის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტის ენის ცოდნა ფასდება B2–C1 დონეზე. ამ დონემდე მისაღწევად, საშუალოდ საჭიროა 2–4 წელი, სწავლის ინტენსივობის და სტუდენტის მონაცემების მიხედვით.

კურსის ფარგლებში ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ლექსიკის გაფართოებას, არამედ გრამატიკული შეცდომების გამოსწორებას და ენის უფრო ზუსტ კონტექსტებში გამოყენებას. ენის ცოდნი იხვეწება და ეს აისახება ენის ყველა ნაწილზე იქნება ეს კითვა, წერა, საუბარი თუ მოსმენა.

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ხშირად ვურჩევთ გააგრძელონ სწავლა „სალაპარაკო ინგლისურის“ კურსზე, რათა მაქსიმალურად გააუმჯობესონ საუბრისა და მოსმენის უნარები.

სალაპარაკო ინგლისურის სწავლა

ინგლისური ენის შესწავლა ზრდასრულთათვის
სალაპარაკო ინგლისურის სწავლა

სალაპარაკო ინგლისურის კურსი ფოკუსირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა შეძლონ ინგლისურად თავისუფლად საუბრის დაწყება მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

სალაპარაკო ინგლისურის გაკვეთილებს ასწავლიან უცხოელი პედაგოგები, რაც გაძლევთ შესაძლებლობას თავიდანვე მოისმინოთ და ესაუბროთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებლებს.

გაკვეთილებზე უმნიშვნელოვანესი როლი აქვს აქტიურ კომუნიკაციას. დიალოგები მიმდინარეობს როგორც მასწავლებელთან, ისე სხვა სტუდენტებთან რაც აჩქარებს საუბრის უნარის განვითარებას და ზრდის სტუდენტებში თავდაჯერებულობას.

სასაუბრო ინგლისური ენის კურსი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ საბაზისო ლექსიკა და სურთ განავითარონ საუბრის უნარი.

ინგლისურის სწავლა სწრაფი კურსით

ინგლისურის სწრაფი კურსი განკუთვნილია იმათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში შეისწავლოს ინგლისური ენა საშუალო დონეზე და შეძლოს მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ინგლისური სწრაფი კურსი იდეალურია მათთვის, ვინც ინგლისურს სწავლობს პრაქტიკული მიზნებით როგორიცაა: უცხოეთში გამგზავრება ან ცხოვრება, მუშაობა და ყოველდღიურ სიტუაციებში ენის გამოყენება.

სწავლების პროცესში ყურადღება ეთმობა ენის ყველა ძირითად კომპონენტს. განსხვავება სტანდარტულ კურსებთან შედარებით არის ის, რომ მასალა ისწავლება კომპაქტურად და არ ხდება სიღრმისეული აკადემიური განხილვა. შედეგად თქვენ შეძლებთ სწრაფად მიაღწიოთ შედეგს.

ეს კურსი განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც არ სჭირდება ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა ან აკადემიური მიმართულებით სწავლა, არამედ სურს ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ სიტუაციებში.

ხშირად დასხმული კითხვები:

ზედმეტად ასაკოვანი ხომ არ ვარ ენის შესასწავლად?

არა, ახალი ენის შესწავლა ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. ასაკზე უფრო მეტი გავლენა ენის შესწავლაზე აქვს თქვენს მოტივაციას, და იმას რომ იცოდეთ თუ რისთვის სწავლობთ ენას. როგორც წესი ის ზრდასრული სტუდენტები რომლებმაც ზუსტად იციან თუ სად და როგორ გამოიყენებენ ცოდნას ყველაზე იოლად ითვისებენ ახალ ენას. ამის გარდა აუცილებელია გამონახოთ დრო რეგულარული ვარჯიშისთვის რომ ნასწავლი მასალი ხშირად გადაიმეოროთ.

შესაძლებელია თუ არა ენის სწავლა თუ სრულ განაკვეთზე ვმუშაობ?

დიახ, ჩვენი კურსები იმ ადამიანებისთვისაც არის განკუთვნილი, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ. გაკვეთილების განრიგი მაქსიმალურად მოქნილია და მიზნად ისახავს ენის პროგრესის მიღწევას ცოტაოდენი დროის დათმობის ხარჯზე. თუ რეგულარულად გამოყოფთ დროს გაკვეთილებზე დასასწრებად, შეძლებთ ახალი ენის დაუფლებას მუშაობის პარალელურად.