1. ვინ ვართ ჩვენ
შპს [ლენგვიჯჰაბი] („ჩვენ“) არის უცხო ენების სასწავლო დაწესებულება. ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვინახავთ და ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს.
მონაცემთა დაცვის საკითხებისთვის, დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის პასუხისმგებელ პირს.
2. ვისზე ვრცელდება აღნიშნული პოლიტიკა
ეს პოლიტიკა ვრცელდება:
- მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე.
- კურსებზე დარეგისტრირებულ პირებზე.
- ჩვენს ვებგვერდზე და ონლაინ პლატფორმებზე ვიზიტორებზე.
- ჩვენს მასწავლებლებსა და თანამშრომლებზე.
- ჩვენი სოც ქსელის ვიზიტორებზე
3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
მოსწავლის მონაცემები: სახელი და გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, დაბადების თარიღი და კურსთან დაკავშირებული ინფორმაცია
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები: სახელი და გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია
სასწავლო მონაცემები: ენის ცოდნის დონე, ტესტებისა და შეფასებების შედეგები, დასწრების ინფორმაცია და სასწავლო პროგრესი
მასწავლებლის მონაცემები: სახელი და გვარი, CV, საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები (გადახდისთვის)
ვებგვერდის გამოყენება: IP მისამართი, cookies, მონახულებული გვერდები (იხ. ჩვენი Cookie-ის პარამეტრები)
4. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
მიზანი/სამართლებრივი საფუძველი
- სასწავლო მომსახურების მიწოდება/კონტრაქტის შესრულება.
- მოსწავლის რეგისტრაცია და სასწავლო პროცესის ორგანიზება/კონტრაქტის შესრულება.
- გადახდებისა და ანგარიშსწორების დამუშავება/კონტრაქტის შესრულება და კანონიერი ვალდებულება.
- მარკეტინგი (მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში)/თანხმობა.
- სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა/კანონიერი ვალდებულება.
5. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
- ენის სასწავლო კურსების და სხვა საგანმანათლებლო მომსახურების მოსაწოდებლად.
- მოსწავლეების შესაბამის ჯგუფებსა და კურსებზე გადანაწილებისთვის.
- მოსწავლის სწავლის პროგრესისა და დასწრების აღრიცხვისთვის.
- მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის.
- ინვოისების გასაწერად და გადახდების მისაღებად.
- ჩვენი სასწავლო პროგრამებისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად.
- სამართლებრივ ან მარეგულირებელ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.
6. მონაცემთა გაზიარება
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ მონაცემები:
- ჩვენს მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, მხოლოდ სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის საჭირო მოცულობით.
- ტექნოლოგიური და სხვა მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან სასწავლო პროცესისა და ვებგვერდის ფუნქციონირებაში.
- სამართლებრივ ორგანოებს, როცა ამას კანონი მოითხოვს.
- ჩვენ არ ვყიდით მოსწავლეების პერსონალურ მონაცემებს.
7. მონაცემთა შენახვის ვადები
მონაცემთა ტიპი/შენახვის ვადა
- მოსწავლის რეგისტრაციისა და სასწავლო მონაცემები/სასწავლო მომსახურების დასრულებიდან 6 თვე, თუ კონტრაქტი ან კანონი არ მოითხოვს უფრო ხანგრძლივ ვადას.
- კლიენტის ანგარიშსწორების ინფორმაცია/12 თვე (საგადასახადო/სააღრიცხვო მიზნებისთვის).
- მასწავლებლის განაცხადები/უარყოფიდან ან თანამშრომლობის შეწყვეტიდან 2 წელი.
- ვებგვერდის ანალიტიკა/48 თვე.
ვადის გასვლის შემდეგ, მონაცემები უსაფრთხოდ წაიშლება ჩვენი სისტემებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შემდგომი შენახვა კანონით არის მოთხოვნილი ან ნებადართული.
8. მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვახორციელებთ:
- მონაცემთა გადაცემის დაშიფვრას.
- წვდომის კონტროლის შეზღუდვას.
- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებების მართვას.
- მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების პროცედურებს.
9. თქვენი უფლებები (საქართველოს კანონის შესაბამისად)
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
- წვდომა თქვენს მონაცემებზე.
- არაზუსტი მონაცემების შესწორება.
- მონაცემთა წაშლა.
- დამუშავების შეზღუდვა.
- წინააღმდეგობა გარკვეული ტიპის დამუშავებაზე.
10. არასრულწლოვანთა მონაცემები
თუ ჩვენი სასწავლო პროგრამები მოიცავს არასრულწლოვან მოსწავლეებს, მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
11. Cookies
ჩვენ ვიყენებთ აუცილებელ cookies-ებს ვებგვერდის უსაფრთხოებისა და ფუნქციონირებისთვის. ასევე, შესაძლოა გამოვიყენოთ ანალიტიკური cookies ვებგვერდის გამოყენების გასაანალიზებლად. შეგიძლიათ მართოთ cookies თქვენი პრეფერენციების შესაბამისად.
12. ამ პოლიტიკის ცვლილებები
ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც შევიტანთ აღნიშნულ პოლიტიკაში, ძალაში შევა გვერდის განახლებისთანავე.