- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ჩვენი ენების სკოლა უკვე 9 წელზე მეტია საქართველოში უცხო ენების სწავლების სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში 6800-ზე მეტმა სტუდენტმა ჩვენს სკოლაში შეისწავლა უცხო ენა და მიაღწია როგორც პირად, ისე პროფესიულ მიზნებს.
ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ უცხო ენების სწავლებას. ვატარებთ ინდივიდუალურ, ჯგუფურ და ონლაინ გაკვეთილებს და ასევე საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. სასწავლო პროცესი დაფუძნებულია აქტიურ კომუნიკაციაზე და რეალურ ყოველდღიურ სიტუაციებსზე თანამედროვე სასწავლო რესურსების გამოყენებით.
სასწავლო პროგრამები აგებულია ევროპული ენობრივი (CEFR – Common European Framework of Reference for Languages) სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს ოთხივე ძირითადი უნარის: მოსმენის, საუბრის, კითხვის და წერის განვითარებას. პროგრამები რეგულარულად ახლდება საერთაშორისო გამოცდების (IELTS, TOEFL, Cambridge English, DELF/DALF, DELE, Goethe-Zertifikat და სხვა) მოთხოვნების შესაბამისად.
სწავლის დაწყებამდე თითოეული სტუდენტი გადის დონის განსაზღვრის ტესტს, რომლის საფუძველზეც ხდება მისი ცოდნის შესაბამისი პროგრამის შერჩევა. პროგრამის განმავლობაში აკადემიური პროგრესი რეგულარულად ფასდება შუალედური ტესტებით და მასწავლებლის ინდივიდუალური უკუკავშირით. ეს კი სტუდენტს საკუთარი პროგრესის კონტროლის საშუალებას აძლევს.
ჩვენი ინსტრუქტორები სისტემატურად მონაწილეობენ IATEFL-ის და TESOL-ის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში. აქ ისინი ეცნობიან ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს, შეფასების სისტემებს და სასწავლო მეთოდიკის ინოვაციებს. აღნიშნული პროგრამები მოიცავს კომუნიკაციური სწავლების მეთოდოლოგიებს (Communicative Language Teaching), Task-Based Learning, Project-Based Learning.
ჩვენი სკოლის მასწავლებლები რეგულარულად აქვეყნებენ პროფესიულ სტატიებს, კვლევებს და საგანმანათლებლო პუბლიკაციებს როგორც ქართულ ისე საერთაშორისო პლატფორმებზე. ისინი ხშირად მიწვეულნი არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციებზე, პროფესიულ ვებინარებზე და დისკუსიებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას და სწავლების პრაქტიკას უზიარებენ კოლეგებს.
სასწავლო პროცესში გამოიყენება საერთაშორისო გამომცემლობებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების რესურსები, მათ შორის Cambridge University Press & Assessment-ის და Oxford University Press-ის სასწავლო მასალები. ასევე ვიყენებთ სხვა რესურსებს, რომლებიც თითოეული ენის სპეციფიკის შესაბამისად არის შერჩეული. სასწავლო მასალებს ემატება სტატიები, პოდკასტები, ვიდეომასალები.
87%-ზე მეტი ჩვენი სტუდენტისა საერთაშორისო გამოცდებს პირველივე მცდელობაზე წარმატებით აბარებს, რაც სწავლების ხარისხსზე და ჩვენი აკადემიური პროგრამების ეფექტიანობაზე მეტყველებს.
ნუ გადადებთ თქვენს განვითარებას ხვალისთვის. გაიარეთ უფასო ტესტირება დონის დასადგენად და შემოუერთდით languagehub-ის დიდ ოჯახს.