- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ინგლისურის კურსი ბავშვებისთვის ჩვენს ენათა ცენტრში შექმნილია ისე, რომ ბავშვებმა ინგლისური ენა აითვისოს არა დაზეპირებით, არამედ ბუნებრივად და ეტაპობრივად. პროგრამა მოიცავს A1- C2 დონეებს და მთავარი პრიორიტეტია, რომ ყოველი გაკვეთილი იყოს სახალისო და ინტერაქციული.
დღესდღეისობით ბავშვებს ისედაც ყოველდღიურად აქვთ შეხება ინგლისურ ენასთან იქნება ეს ვიდეოები, თამაშები და მულტფილმების ყურება. ჩვენი მიზანია, ეს რესურსები რომლებიც ასე საინტერესოა ბავშვებისთვის გამოვიყენოთ ინგლისური ენის სწავლებისათვის.
ამიტომ სწავლის პროცესში ვიყენებთ მათთვის ნაცნობ და საყვარელ პლატფორმებს, როგორიცაა:
გაკვეთილებზე ბავშვები უყურებენ ვიდეოებს, მულტფილმებს და ჩართული არიან სხვადასხვა ტიპის თამაშობებში.
სწავლის პროცესში ბავშვები ეუფლებიან ბრიტანულ ინგლისურს, თუმცა პარალელურად ეცნობიან სხვადასხვა ინგლისურ ენოვანი ქყვენების კულტურებს – ამერიკის, ავსტრალიის და სხვა.
ენის შესწავლა არა როგორც ვალდებულება
ჩვენი ენის სკოლის მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ ბავშვმა არ უნდა აღიქვას ინგლისურის სწავლა როგორც მორიგი საგანი და ვალდებულება სადაც სიტყვების დაზეპირება და სისტემატიური დავალებების შესრულებაა საჭირო. პირიქით ენის სწავლა ხდება ბუნებრივად, მისი საყვარელი აქტივობების პროცესში. ამ მეთოდით ბავშვი:
კომუნიკაცია და თავდაჯერებულობა
ყოველი კვირის ბოლოს ბავშვები თანატოლებს უყვებიან და უზირაებენ მათ აზრებს ნანახ მულტფილმზე ან სხვა კონტენტზე. ეს ეხმარება მათ:
შეცდომები ამ პროცესის ბუნებრივი ნაწილია. მთავარია ბავშვებმა შეცდომებით თუმცა სისტემატიურად და თავდაჯერიბულად გამოიყენონ ნასწავლი მასალა.
ინგლისური ენის სწავლა მოზარდებისთვის უფრო ინტენსიურია და მოიცავს რეგულარულ საშინაო დავალებებს:
მოზადების ჯგუფში ინგლისური ენის სწავლა უფრო აკადემიურ ხასიათს იღებს და მოზარდებს ამზადებს საერთაშორისო გამოცდებისთვის ან ინგლისურ ენოვან ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად.
კურსი დაყოფილია სამ ასაკობრივ ჯგუფად:
ასაკობრივი დაყოფა გვაძლევს საშუალებას, თითოეულ ჯგუფს შევთავაზოთ მათზე მორგებული სწავლების პროგრამა, მასწავლებელი და სწავლით მეთოდიკა.
არა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პერიოდია ენის შესასწავლად.
ამ ასაკში ბავშვები ყველაზე მარტივად სწავლობენ უცხო ენას განსაკუთრებით თამაშის გზით. ჩვენი პროგრამები ისეა შედგენილი რომ ისინი აღიქვამენ ენის სწავლას როგორც გასართობ სივრცედ, სადაც პარალელურად ხდება ენის ათვისება.
როგორც წესი, ჯგუფში არის 3–4 ბავშვი. ეს ფორმატი უზრუნველყოფს, რომ ყველა ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული გაკვეთილებში და მასწავლებელმა ინდივიდუალური ყურადღება დაუთმოს თითოეულ მოსწავლეს.