- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ინგლისური ენის სწავლა ონლაინ ფორმატში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ენის სრულფასოვნად შესასწავლად. სხვა ენებთან შედარებით, ის განსაკუთრებით კარგად ერგება დისტანციური სწავლების მოდელს თავისი სტრუქტურის და ჟღერადობის გამო.
ინგლისური არის საერთაშორისო კომუნიკაციის მთავარი ენა და ონლაინ სივრცეში კომუნიკაციის უმეტესობაც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მისი სწავლა ონლაინ რეჟიმში ბუნებრივად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, არსებობს ენები რომლებიც რთულია ისწავლო დისტანციურად. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიტყვების რთული წარმოთქმა ან დამწერლობის კომპლექსურობა თუმცა ინგლისური ამ მხრივ ბევრად უფრო მარტივია. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტებს შეუძლიათ სწრაფად შეისწავლონ ინგლისური ენა და მიაღწიონ შედეგს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებით.
ჩვენი ონლაინ გაკვეთილები ტარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და ინტერაქტიულ სასწავლო პროცესს.
სტუდენტები იღებენ არა მხოლოდ სახელმძღვანელოების ციფრულ ვერსიას, არამედ წვდომას სრულ ონლაინ პლატფორმაზე, სადაც თავმოყრილია:
თითოეულ სტუდენტს გადაეცემა პერსონალური ანგარიში (username და პაროლი), სადაც შეუძლია ნებისმიერ დროს ნახოს თავისი შესრულებული და მიმდინარე დავალებები.
ხშირად სტუდენტები კარგავენ დამატებით მასალებს, თუმცა ჩვენს სისტემაში ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი რაც სწავლას ბევრად უფრო მარტივსა და სტრუქტურირებულს ხდის.
პლატფორმა ასევე საშუალებას იძლევა, რომ სტუდენტმა ობიექტურად შეაფასოს საკუთარი პროგრესი. არა მხოლოდ მასწავლებლის შეფასებით, არამედ ნახო რამდენად ახლოს მიყვება პროგრამის სტანდარტებს.
ყველა გაკვეთილი იწერება, და სტუდენტებს აქვთ წვდომა ჩანაწერებზე საკუთარ პორტალში. მათ შეუძლიათ გადაახვიონ და განმეორებით მოუსმინონ მასალის ახსნას იმდენჯერ, რამდენჯერაც დაჭირდებათ.
ინტერაქცია და მხარდაჭერა
ონლაინ სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ინსტრუქტორთან მუდმივი კომუნიკაცია.
სტუდენტებს შეუძლიათ:
ასეთი ფორმატი ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალურ განვითარებას, არამედ ჯგუფურ სწავლასაც, სადაც სტუდენტები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას.
როგორც წესი, ერთ ჯგუფში არის 3–4 სტუდენტი, რაც იდეალური ბალანსია იმისათვის რომ მასწავლებელს ქონდეს:
ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ინდივიდუალური სწავლების ფორმატი.
მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ:
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯგუფურ გაკვეთილებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური კომპონენტი. სტუდენტები უსმენენ ერთმანეთს, სვამენ კითხვებს და ერთობლივად განიხილავენ თემებს, რაც ახალი ენის შესწავლას უფრო საინტერესოს ხდის.
არა, სასწავლო მასალის დაბეჭდვა აუცილებელი არ არის. ყველა საჭირო რესურსზე ონლაინ გექნებათ წვდომა და მათი გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობიდან შეგეძლებათ. თუმცა, თუ თქვენთვის ნაბეჭდი მასალით სწავლა უფრო კომფორტულია, შეგიძლიათ სასურველი ფაილები ამობეჭდოთ და სასწავლო პროგრამას ამ ფორმატშიც მიჰყვეთ.
დიახ, საშინაო დავალებები ონლაინ ბარდება. დავალებებს მიიღებთ და ჩააბარებთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის საშუალებით, სადაც ინსტრუქტორი შეძლებს მათ შემოწმებას, შეფასებასა და უკუკავშირის მოწოდებას.
ონლაინ გაკვეთილები განკუთვნილია ზრდასრული მსმენელებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გაკვეთილებს დაესწრონ ადგილზე მოსვლის გარეშე. ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის ვისაც სამსახურის ან სწავლის გამო შეზღუდული დრო აქვს და სურს საკუთარი გრაფიკის მიხედვით ისწავლოს.