- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
გერმანული ენის სწავლა ონლაინ დღეს სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ გერმანული ენის ონლაინ კურსები განსაკუთრებით მოსახერხებელია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთათვისაც მოქნილი გრაფიკი მნიშვნელოვანია. დისტანციური სწავლების საშუალებით აღარ გიწევთ საცობებში საათების გატარება და გადაადგილებაზე დროის დახარჯვა.
ხშირად სასურველი გერმანული ენის მასწავლებელი ან კურსი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არ არის ხელმისაწვდომი. ონლაინ სწავლება კი საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ საუკეთესო სპეციალისტებთან, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქალაქში ან რეგიონში ცხოვრობთ. ეს განსაკუთრებით დიდი უპირატესობაა რეგიონებში მცხოვრები დაინტერესებული პირებისთვის.
გერმანული ენის ონლაინ კურსები ასევე იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს ან ხშირად მოგზაურობს. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ გაკვეთილებს ნებისმიერი ქვეყნიდან და არ შეწყვიტოთ სწავლა ადგილმდებარეობის ცვლილების გამო. გარდა ამისა, გერმანულის ონლაინ კურსების გრაფიკი, როგორც წესი, უფრო მოქნილია, ამიტომ დატვირთული სამუშაო ან სასწავლო რეჟიმის შემთხვევაშიც მარტივად შეძლებთ თქვენთვის სასურველი კლასის დროს არჩევას.
გერმანული ენის ონლაინ პროგრამა შექმნილია ისე, რომ სტუდენტებმა ეტაპობრივად აითვისონ ენის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი.
პროგრამა მოიცავს ყველა ძირითად კომპონენტს, რაც საჭიროა გერმანული ენის სრულფასოვან შესასწავლად:
გრამატიკა (Grammatik)
გერმანული ენა ცნობილია თავისი სტრუქტურითა და წესებით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ:
• არტიკლებს (der, die, das)
• ბრუნვებს (Nominativ, Akkusativ, Dativ, Genitiv)
• ზმნების დროებს
• წინადადების სწორ სტრუქტურას
ლექსიკა (Wortschatz)
სტუდენტები სწავლობენ აქტიურად გამოყენებად სიტყვებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა:
• ყოველდღიური კომუნიკაცია
• პირადი და სოციალური თემები
ლექსიკის გასამდიდრებლად მაქსიმალური აქცენტი კეთდება სავარჯიშოებით მის აქტიურ გამოყენებაზე.
საუბარი (Sprechen)
გერმანული ენის სწავლის ონლაინ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის საუბრის განვითარება რის გამოც სტუდენტები ხშირად:
• მონაწილეობენ მრავალფეროვან დიალოგებში
• განიხილავენ სხვადასხვა თემებს რისი წყალობითაც მათ შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე საუბარში ჩართვა.
მოსმენა (Hören)
გერმანული ენის გაგება ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გერმანული ენის ონლაინ პროგრამა მოიცავს:
• აუდიო მასალებს
• სხვადასხვა აქცენტების მოსმენაში რაც ეხმარება სტუდენტებს ბუნებრივი საუბრის გაგებაში.
კითხვა და წერა (Lesen & Schreiben)
კითხვის და წერის ნაწილში სტუდენტები მუშაობენ:
• ტექსტების წაკითხვაზე და ანალიზზე
• წინადადებების გრამატიკულად სწორად გამართვაზე.
გერმანული ენის შესწავლა ინდივიდუალურად შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც. სასწავლო პროგრამა, მასალები და გაკვეთილების საერთო რაოდენობა იგივეა, რაც ჯგუფურ კურსზე. განსხვავება მხოლოდ გაკვეთილის ხანგრძლივობაშია: ინდივიდუალური გაკვეთილი 1 საათს გრძელდება, ხოლო ჯგუფური 1.5 საათს.
გერმანული ენის ინდივიდუალური სწავლების მთავარი უპირატესობა არის მოქნილობა. ჯგუფურ კურსზე აუცილებელია საერთო გრაფიკისა და ტემპის დაცვა, ხოლო ინდივიდუალურ გაკვეთილებზე სასწავლო პროცესი მთლიანად თქვენს საჭიროებებს ერგება. შესაძლებელია თქვენ მეტი დრო დაუთმოთ რთულ თემებს და შედარებით სწრაფად გაიაროთ ის საკითხები, რომლებიც უკვე კარგად იცით.
ამ მიდგომის წყალობით სწავლების პროცესი უფრო ეფექტური და პერსონალიზებული ხდება, რაც გერმანული ენის სწრაფად და საფუძვლიანად დაუფლებაში გეხმარებათ.
დიახ, ბევრი სტუდენტისტის გერმანული ენის ონლაინ სწავლა კიდევ უფრო ეფექტურია ვიდრე საკლასო გაკვეთილები. გერმანულის ონლაინ შესწავლის ფორმატში სტუდენტებს შეუძლიათ გაიმეორონ სავარჯიშოები იმდენჯერ რამდენჯერაც დაჭირდებათ. ამის გარდა სტუდენტები როგორც წესი უფრო მეტ დროს უთმობეთ ინდივიდუალურ პრაქტიკას რაც აისახება თქვენს სწრაფ პროგრესზე.
დიახ, შესაძლებელია! გერმანული ენის ონლაინ კურსი სრულად არის მობილურ ადაპტირებული. თუმცა სტუდენტებს ვურჩევთ რომ მობილური გამოიყენონ მხოლოდ აუდიო გაკვეთილების ყურებისთვის და საუბარში ვარჯისისთვის ხოლო წერილობითი დავალებებისთვის უფრო პრაქტიკულია კომპიუტერით