Skip to main content

languagehub.ge

ესპანური ენის შესწავლა ონლაინ

ესპანური ენის შესწავლა ონლაინ ვიდეო გაკვეთილებით
ესპანური ენის შესწავლა ონლაინ ვიდეო გაკვეთილებით

ესპანური ენის ონლაინ შესწავლა შესაძლებელია ორი განსხვავებული პროგრამის მეშვეობით. ესენია ინდივიდუალური ან ჯგუფური სწავლება.

ესპანური ენის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შესწავლა

ესპანური ენის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შესწავლა
ესპანური ენის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შესწავლა

ჩვენთან შეგიძლიათ კურსის გავლა როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად ონლაინ რეჟიმში.

ჯგუფური გაკვეთილები ტარდება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, შემდეგ დროებში: 3:00–4:30, 4:30–6:00, 6:00–7:30 და 7:30–9:00.

სწავლებას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე მშობლიური ენაზე მოსაუბრე ესპანელი პედაგოგები, რაც უზრუნველყოფს ენის ბუნებრივ ათვისებას. ყველა ინსტრუქტორი არის გამოცდილი და სერტიფიცირებული.

ჯგუფურ ფორმატში მაქსიმუმ 4 სტუდენტია, რაც საშუალებას იძლევა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს საკმარისი ყურადღება.

ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში იგივე შესასწავლი პროგრამა იგივეა თუმცა თქვენ ღებულობთ პერსონალიზებულ მიდგომას და სწავლების ტემპის სრულად მორგებას თქვენს მოცემულობაზე.

კურსის ფარგლებში თვეში ტარდება 8 გაკვეთილი. კურსი შეგიძლიათ გაიაროთ ნებისმიერ დონეზე: A1-A2, B1-B2 და C1-C2.

ღირებულება:

• ჯგუფური სწავლება — 200 ლარი
• ინდივიდუალური სწავლება — 280 ლარი

ესპანური ენის შესწავლა ონლაინ ვიდეო გაკვეთილებით

ესპანური ენის შესწავლა ონლაინ ასევე შეგიძლიათ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილებით. ასეთი ფორმატი გაძლევთ საშუალებას კურსის გრაფიკი კიდევ უფრო მოქნილი გახადოთ. წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მასალები არის სრულყოფილი სასწავლო სისტემა, რომელსაც აქვს რამდენიმე გადამწყვეტი უპირატესობა:

1. დროის სრული კონტროლი

თქვენ აღარ ხართ დამოკიდებული წინასწარ შედგენი გაკვეთილების ცხრილზე. შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში რადგან სასწავლო მასალები ხელმისწავდომია 24/7.

2. პროგრამის დაპაუზების შესაძლებლობა

ცოცხალი გაკვეთილისგან განსხვავებით აქ არ გაქვთ იმის შეგრძნება რომ უნდა კლასს ან განრიგს უნდა დაეწიოთ. მაგალითისთვის თუ რომელიმე ნაწილი გაუგებარი იქნება, შეგიძლიათ ვიდეო იმდენჯერ გადაახვიოთ და ხელახლა მოუსმინოთ რამდენჯერაც დაგჭირდებათ.

3. თქვენი საკუთრება

კურსის შეძენისას თქვენ იღებთ სპეციალური კოდს რომლითაც შეგიძლია ჩაწერილ გაკვეთილებს მოუსმინოთ. ჩაწერილი ვიდეო მასალები წარმოგენს თქვენ საკუთრებას და ისინი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის. თუ კონრეტული გრამატიკული წესების ან სიტყვების გახსენება გსურთ შეგიძლიათ გადაახვიოთ შესაბამისი ვიდეო და თავიდან გაიაროთ ის.

4. შეფასების სისტემა

პროგრამის შესწავლის პროცესში ყოველი თავის ბოლოს არის ტესტი ხოლო კურსის ბოლოს კი გამოცდა. ეს შეფასების სისტემა აუცილებელია რადგან თქვენ არ გექნებათ მასწავლებლის უკუკავშირზე წვდომა. ქვიზები თქვენი შედეგის მიხედვით მიგითითებენ თუ რომელ მასალას უნდა მიუბრუნდეთ და დაუთმოთ მეტი დრო. ასევე ზუსტად გეცოდინებათ თუ რომელ თავებშია მოცემული აღნიშნული მასალა. ამ მხრივ თქვენ უბრალოდ უნდა მიყვეთ პროგრამას და ის თვითონ შეგასწავლით ესპანურს. თქვენ არ მოგიწევთ თქვენით დაგეგმოთ გაკვეთილები ან შეადგინოთ სასწავლო პროგრამა.

ესპანურის ონლაინ ვიდეო-კურსის დეტალები

• ვიდეოების ხანგრძლივობა: გაკვეთილები დაყოფილია 45 წუთიან ვიდეო მასალებად. შედეგად დაღლის გარეშე შეგიძლიათ შეისწავლოთ გაკვეთიები სათითაოდ.
• ინტერაქციული მასალები: სამუშაო ფურცლები (PDF) და სავარჯიშოები ყოველი გაკვეთილის შემდეგ.
• ტესტები: შეიტყობთ თუ რამდენად წარმატებით დახურეთ მიმდინარ თავი და რისი გავლა დაგჭირდებათ ხელახლა.
• მობილურით სწავლა: შეისწავლეთ გაკვეთილები ნებისმიერი მოწყობილობიდან თქვენი სურვილის მიხედვით.

ხშირად დასხმული კითხვები:

მჭირდება თუ არა რაიმე პროგრამის ყიდვა ან დაყენება?

არა, დამატებითი პროგრამის შეძენა ან ინსტალაცია საჭირო არ არის. ჩვენი ონლაინ გაკვეთილები ტარდება ინტერნეტ ბრაუზერში ვიდეოზარის საშუალებით. სასწავლო მასალებსა და რესურსებზე წვდომა კი შეგეძლებათ თქვენი მომხმარებლის წინასწარ გაწერილი ანგარიშით, ასევე ბრაუზერიდან.

რა მოხდება თუ ინტერნეტთან კავშირი შეფერხდება სესიის დროს?

თუ თქვენ გექნებათ ნებისმიერ ტიპის ტექნიკური ხარვეზი შეგიძლიათ ხელახლა ცადოთ ინტერნეტთან დაკავშირება. თუ მაინც ვერ შეძელით ჩართვა მაშინ შეგიძლიათ გადახედოთ ჩანაწერებს ან გამოითხოვოთ ინსტრუქტორისგან ახსნილი მასალის ასლი.