- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
რუსული ენის შესწავლა ბავშვებისთვის არ ხდება იზოლირებულად. ჩვენ ვიყენებთ ზღაპრებს, ვიზუალურ სიმბოლოებს და ანიმაციებს. ყოველი ახალი სიტყვა და სტრუქტურა რასაც ბავშვები ით და იმახსოვრებენ ჩნდება კონკრეტულ კონტექსტში: ზღაპრებში ან მოთხობებში. ბავშვები სიტყვებს აკავშირებენ ემოციებთან და გმირებთან რომლების შესახებაც მოისმინეს კონკრეტულ ზღაპრებში.
ზღაპრები და ანიმაციები
რუსული ენის საბავშვო კურსის ცენტრში დგას რუსული ზღაპრები, რომლებიც ქმნიან ენის ემოციურ და ლექსიკურ საფუძველს. ბავშვები ეცნობიან ისეთ ისტორიებს, როგორიცაა „Жар-птица“ (ცეცხლოვანი ფრინველი), „Царевна-лягушка“ (ბაყაყი პრინცესა) და სხვა კლასიკური რუსული ზღაპრები და სიუჟეტები.
ზღაპრების მეშვეობით ისინი ბუნებრივად სწავლობენ მოქმედების ზმნებს, მოძრაობისა და თავგადასავლის ლექსიკას, პერსონაჟების აღწერას, ემოციებს და ზედსართავ სახელებს.
სწავლის პროცესში ასევე გამოიყენება თანამედროვე ანიმაციური შოუები, მაგალითად მაშა და დათვი. ასეთი შოუები ბავშვებს ეხმარება ყოველდღიური საუბრის, მარტივი ფრაზებისა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენებადი სიტყვების შესწავლაში.
ყოველდღიური ცხოვრება
რუსული ენის ბავშვებისთვის სწავლა ჩვენთან ასევე უკავშირდება რეალურ კულტურულ გამოცდილებას. ბავშვები ეცნობიან როგორია ზამთარი რუსეთში: თოვლი, ყინვა და ცივი კლიმატი.
ამ თემის ირგვლივ ისინი სწავლობენ ტანსაცმლის, ამინდის და ყოველდღიური ცხოვრების ლექსიკას. საუბრობენ ქურთუკებზე, ქუდებზე, ჩექმებზე და სწავლობენ როგორ აღწერონ სიცივე, სითბო და ამინდის ცვლილება.
სწავლების პროცესში ბავშვები ასევე ეცნობიან რუსულ ყოველდღიურ კულტურას. როგორია სახლის ცხოვრება, რა ტიპის საკვებია გავრცელებული და როგორ ხდება ყოველდღიური კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის.
რუსული ენის შესწავლა მოზარდებისთვის: მოსწავლეებს, რომლებიც 10 წელზე მეტი ასაკის არიან, შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ მოზარდების ჯგუფში, სადაც რუსული ენა ისწავლება უფრო სიღრმისეულად. ამ ეტაპზე ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ საბაზისო კომუნიკაციას, არამედ გრამატიკის გაძლიერებას და ლექსიკის გაფართოებას.
მოზარდების ჯგუფში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სასწავლო ფორმატი და მასწავლებლი. მათ შეუძლიათ ისწავლონ როგორც ქართულენოვან პედაგოგებთან, ისე მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებლებთან. ეს კი საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს აირჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული სწავლების გზა.
პატარა ასაკის ჯგუფებისგან განსხვავებით, მოზარდებს ასევე აქვთ მეტი მოქნილობა სწავლების ფორმატში. მათ შეუძლიათ აირჩიონ ჯგუფური ან ინდივიდუალური გაკვეთილები, ასევე დაესწრონ მეცადინეობებს როგორც ადგილზე, ისე ონლაინ რეჟიმში, მათი საჭიროებებისა და გრაფიკის მიხედვით.
პატარების ჯგუფებში საშინაო დავალება მინიმალურია. ძირითადი აქცენტი კეთდება გაკვეთილებზე აქტიურ მონაწილეობაზე, რადგან სწავლა სრულად ინტერაქციული ფორმატით მიმდინარეობს. ბავშვები ენის ახალ მასალას ითვისებენ უშუალოდ გაკვეთილის პროცესში თამაშების, მოსმენისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით. მთავარია, ბავშვები რეგულარულად ესწრებოდნენ გაკვეთილებს, რადგან სწორედ სისტემატურობა უზრუნველყოფს ენის სწავლაში პროგრესს. მოზარდების ჯგუფებში კი საშინაო დავალება სწავლების აუცილებელი ნაწილია.
დიახ, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მშობლების ჩართულობას ბავშვის ენის შესწავლის პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რაც შეგიძლიათ გაუწიოთ, არის ინტერესის გამოხატვა ბავშვის გაკვეთილების მიმართ. ჰკითხოთ რა ისწავლა დღეს, რას აკეთებდნენ გაკვეთილზე და მისცეთ შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით გადმოგცეთ მიღებული გამოცდილება.
ასეთი საუბრები ეხმარება ბავშვს ახალი სიტყვების უკეთ დამახსოვრებაში და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაში. როდესაც ბავშვი მეორედ ყვება იმას რაც უკვე მოისმინა, ის ბუნებრივად აძლიერებს ლექსიკას.