- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
რუსული ენის შესწავლა ონლაინ პროგრამით დაგეხმარებათ როგორც სწავლის დაწყებაში, ასევე უკვე მიღებული ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენი ონლაინ პროგრამა ისეა შექმნილი, რომ ენის ათვისების პროცესი იყოს მარტივი და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული.
რუსული ენის ონლაინ შესწავლისთვის სწორი მეთოდოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დასავლეთევროპული ენებისგან განსხვავებით, რუსული იყენებს განსხვავებულ ანბანს – კირილიცას. ბევრ სტუდენტს კირილიცას ათვისება თავდაპირველად გარკვეულ სირთულეებს უქმნის. გარდა ამისა, რუსული ენა გამოირჩევა საკუთარი გრამატიკული სტრუქტურით და გამოთქმის თავისებურებებით. სწორედ ამიტომ, სწავლების სწორად შედგენილი პროგრამა და ონლაინ ინფრასტრუქტურის სწორი გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს ონლაინ პროგრამის წარმატებაში.
რუსული ენის ონლაინ სწავლების მეთოდები პრაქტიკული და სტუდენტებისთვის მარტივად გასაგებია. სასწავლო პროცესში ვიყენებთ ეკრანზე პირდაპირ ახსნის მეთოდს (On-Screen Annotation). ინსტრუქტორი რეალურ დროში წერს, ხაზს უსვამს მნიშვნელოვან დეტალებს და ხსნის გრამატიკულ წესებს. შედეგად ეკრანზე სასწავლო მასალის ახსნა ანაცვლებს დაფის ფუნქციას.
სტუდენტები ნათლად ხედავენ თითოეული ასოს ფორმას და სიტყვების სწორ მართლწერას. ვიზუალური სწავლების ეს მეთოდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინფორმაციის დამახსოვრებას და ამცირებს წერით შეცდომებს.
რუსული ენის ონლაინ პროგრამა მორგებულია რეგიონულ გამოწვევებსა და რუსულ ენაზე თავისუფალად კომუნიკაციაზე. რუსულის ონლაინ კურსის გავლა გათვლილია შემდეგი შედეგბის მისაღებად:
1. “ენის ბარიერის” მოხსნა
ონლაინ ფორმატი საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური დრო დავუთმოთ სასაუბრო პრაქტიკას. შედეგად, თქვენ შეძლებთ:
2. რეგიონული ადაპტაცია
თბილისსა და რეგიონში რუსული ენა ხშირად მეზობელი ქვეყნებისთვის დამაკავშირებელ როლს ასრულებს. კურსის დასრულებისას თქვენ შეძლებთ:
3. ციფრული უნარების განვითარება
რადგან სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, თქვენ ასევე ეუფლებით რუსული ენის ციფრულ გამოყენებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღესდღეისობით:
რუსულის ონლაინ სწავლების გრაფიკი
რუსული ენის ინდივიდუალური შესწავლა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა სტანდარტულ საათებში დაესწროს გაკვეთილებს. რუსული ენის ინდივიდუალური სწავლების ფორმატი გაძლევთ საშუალებას, გაკვეთილები მოარგოთ თქვენს ყოველდღიურ გრაფიკს.
სწავლების დრო წინასწარ შეთანხმებით იგეგმება, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია დატვირთული გრაფიკის მქონე პირებისთვის. ასევე ინდივიდუალური სწავლება განკუთვნილია იმათთვის, ვინც არასტანდარტულ საათებში მუშაობს.
ენის დამოუკიდებელად სწავლა კარგი დასაწყისია, თუმცა ენის სრულყოფილად ათვისებისთვის მნიშვნელოვანია სტრუქტურირებული პროგრამა და გამოცდილი ინსტრუქტორის მხარდაჭერა. ონლაინ კურსის ფარგლებში მიიღებთ უკუკავშირს და შეძლებთ კითხვების დასმას რაც დაგეხმარებათ მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში.
დიახ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ გაკვეთილს სატესტოდ დაესწროთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ სწავლების მეთოდს, ონლაინ პლატფორმას, ინსტრუქტორს და გაკვეთილის ფორმატს. შედეგად უფრო მარტივად მიიღებთ კურსზე ჩარიცხვის გადაწყვეტილებას.
თუ აღმოაჩენთ, რომ ონლაინ სწავლების ფორმატი თქვენს საჭიროებებს ან სწავლის სტილს არ შეესაბამება, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ განსხვავებული კურსის შერჩევაში. ჩვენი მიზანია, სასწავლო პროცესი იყოს მაქსიმალურად მორგებული თითოეულ მსმენელზე.