- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
რუსული ენის კურსები ზრდასრულთათვის მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებასა არის მორგებული. მიუხედავად იმისა, გსურთ რუსულის სწავლა სამსახურისთვის თუ პირადი განვითარებისთვის, ქვემოთ შეძლებთ გაეცნოთ პროგრამებს და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კურსი.
სალაპარაკო რუსულის კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ხშირი კონტაქტი რუსულენოვან ადამიანებთან. ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ საქართველოში მცხოვრებ რუსულად მოსაუბრე პირებთან. აღნიშნული პროგრამა ასევე განკუთვნილია მათთვის, ვინც სისტემატიურად სტუმრობს რუსულენოვან ქვეყნებს. ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსულად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა, რის გამოც რუსულად ყოველდღიური კომუნიკაციის საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
სალაპარაკო რუსულის სწავლების პროცესში ძირითადი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ საუბარს რეალურ სიტუაციებში. სტუდენტები სწავლობენ აზრის მარტივად გამოხატვას, კითხვების დასმას, პასუხების გაგებას და დიალოგში თავისუფლად მონაწილეობას. ასევე სწავლობენ გავრცელებულ რუსულ გამონათქვამებს და იდიომებს, რაც მათ ეხმარებათ საუბრის უკეთ აღქმაში. სტუდენტები ასევე გადიან მათ შესაბამისი დარგის პროფესიული რუსულის პროგრამას.
ეს კურსები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რუსული ენის სწავლის დაწყება ან აინტერესებს თუ რამდენად მარტივად შეიძლება ამ ენის ათვისება.
კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში გაეცნოთ ენის საფუძვლებს. შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ რეალისტური წარმოდგენა სწავლის პროცესზე და ენის სირთულეზე დიდი დროის ინვესტიციის გარეშე.
სწავლების პროცესში სტუდენტები ითვისებენ რუსულ ანბანს, ძირითად სიტყვებს და მარტივ გრამატიკულ სტრუქტურებს.
ანბანი:
საბაზისო ლექსიკა:
გრამატიკის საფუძვლები (Грамматика A1)
ეს პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს რუსული ენის მაღალ დონეზე შესწავლა და მისი უფრო ღრმა, სტრუქტურული ათვისება.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ უფრო თავისუფლად და ზუსტად გაიგოთ რთული ტექსტები. მათ შორის კლასიკური რუსული ლიტერატურა: როგორიცაა ტოლსტოის, პუშკინის და სხვა ავტორების ნაწარმოებები.
სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლექსიკური მარაგის გაფართოებას და ტექსტების უფრო ღრმა ანალიზს. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტის მნიშვნელობის, ქვეტექსტისა და სტილისტიკური ელემენტების გაგებას. პროგრამა ეხმარება სტუდენტს რუსული ენის უკეთ აღქმაში და აზროვნების ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადართვაში.
დიახ, უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვნად ზრდის კარიერული წინსვლის შანსებს. ბევრი დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს კანდიდატებს, რომლებიც უცხო ენას ფლობენ და შეუძლიათ საერთაშორისო პარტნიორებთან, კლიენტებთან ან კოლეგებთან კომუნიკაცია. ენის ცოდნა ასევე დაგეხმარებათ მაღალ ანაზღაურებადი პოზიციების მოძიებაში.
ზრდასრულებში ენის ეფექტურად სწავლისთვის ყველაზე სასარგებლო ჩვევებია: