- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ფრანგული ენის ონლაინ შესწავლა არ მოითხოვს გადატვირთულ საკლასო ოთახებში დასწრებას. ჩვენი ფრანგული ენის ონლაინ კურსი საშუალებას გაძლევთ თქვენი დატვირთული ყოველდღიურობის მიუხედავად შეისწავლოთ ენა საკუთარი სახლიდან.
ფრანგული ენის ონლაინ კურსის შედგენის დროს ჩვენ უარი ვთქვით მოსაწყენ, მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაფუძნებულ სწავლებაზე. ამის ნაცვლად, ენის სწავლას თავიდანვე რეალური სიტუაციებით დაიწყებს. თქვენ ვირტუალურ ლიონის კაფეში შეუკვეთავთ pain au chocolat-ს, ფრანგული კომპანიის ვირტუალური შეხვედრის დროს წარმოთქვამთ თქვენს შეხედულებებს ან კანის კინოფესტივალის უახლეს ფილმზე სხვა სტუდენტთან ერთად იმსჯელებთ.
ონლაინ გაკვეთილები ტარდება მცირე ჯგუფებში – მაქსიმუმ 4 სტუდენტით, რაც ნიშნავს რომ ინსტრუქტორი მუდმივ უკუკავშირზე იქნება თქვენთან.
რა განასხვავებს ჩვენს ონლაინ სწავლების მეთოდს? ფრანგულ ენაში აბსოლიტური იმერსია. პირველი დღიდანვე ჩვენი პროგრამის მეშვეობით თქვენ ფრანგულს რეალური ისტორიების, დიალოგებისა და ყოველდღიური გამოთქმების საშუალებით აითვისებთ. ჩვენი გამოცდილი ფრანგულენოვანი ინსტრუქტორები რეალურ დროში შეგისწორებენ გამოთქმას. გარდა ამისა, 24/7 გექნებათ წვდომა სასწავლო ბიბლიოთეკაზე, სადაც დაგხვდებათ აუდიო მასალები და ენის სავარჯიშოები.
ჩვენს ონლაინ კურსზე თქვენ არ მოგიწევთ სიტყვების უსასრულო დაზეპირება. ფრანგულად აზროვნებას პირველივე გაკვეთილებიდანვე დაიწყებთ. დარეგისტრირდით უფასო საცდელ გაკვეთილზე და თავად დარწმუნდით, რამდენად ეფექტურია ონლაინ სწავლების თანამედროვე მეთოდი.
ენის სწავლას ახლა იწყებთ თუ უკვე ფლობთ ენას და მისი დახვეწა გსურთ ჩვენი ონლაინ სასწავლო პროგრამა თქვენს დონესა და ტემპს სრულად მოერგება. საწყის ეტაპზე თქვენ ირჩევთ თქვენზე მორგებულ გრაფიკს ჩვენ კი უზრუნველვყოფთ რომ ენა მარტივად შეგასწავლოთ.
ფრანგული ენის შესწავლა ინდივიდუალურად განსაკუთრებით შეესაბამება იმ სტუდენტებს ვინც ჯგუფური მეცადინეობს დროს პასიურია. ინდივიდუალური გაკვეთილების დროს პასიური მსმენელის როლი უბრალოდ არ არსებობს. ყოველი კითხვა, დიალოგი, სავარჯიშო და განხილვა თქვენზეა მომართული. შედეგად გაკვეთილის განმავლობაში ფრანგულ ენასთან მუდმივი შეხება გაქვთ. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ლაპარაკის პრაქტიკას და დაგეხმარებათ ენის მაქსიმალურად სწრაფად შესწავლაში.
არა. კურსისთვის საჭირო ყველა სასწავლო მასალას ჩვენ უფასოდ მოგაწვდით. მიიღებთ წიგნებს PDF ფორმატით, აუდიომასალებს, სასწავლო ბარათებს (Flashcards) და სხვა სასწავლო რესურსებს რაც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად შეძლოთ პროგრესის მიღწევა. ჩვენ მიგვაჩნია რომ თუ კურსში დასწრებისთვის თქვენ იხდით პროგრამის საფასურს, დამატებითი სასწავლო მასალების შეძენა აღარ უნდა იყოს სავალდებულო.
სულაც არა. სასწავლო პროგრამა სხვადასხვა მიზანზეა მორგებული. შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველდღიური ფრანგული, თუ მოგზაურობისა და ყოველდღიური კომუნიკაციისთვის სწავლობთ ენას. გაქვთ საშუალება ისწავლოთ ბიზნეს ფრანგული თუ პროფესიულ გარემოში გჭირდებათ წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია. ან შეგიძლიათ ისწავლოთ აკადემიური ფრანგული თუ ემზადებით საფრანგეთში სწავლისთვის ან ცხოვრებისთვის. კურსის დაწყებამდე გავეცნობით თქვენს მიზნებს და შეგირჩევთ პროგრამასა რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.