- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ესპანური ენის კურსები დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველებში. ესპანურის კურსებს ხშირად ირჩევენ ის ადამიანები რომლებიც გეგმავენ ესპანეთში მოგზაურობას. ბოლო წლებში ქართველ მოგზაურებს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ როგორიცაა: მექსიკა, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია და სხვა. ამის გამო ესპანური ენის ცოდნა კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.
ესპანური ენის კურსებს გადიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ესპანურენოვანი სერიალები, როგორიცაა La Casa de Papel (ქაღალდის სახლი), Elite (ელიტა) და Las Chicas del Cable (კაბელის გოგოები). ენის ცოდნა მათ საშუალებას აძლევს საყვარელ სერიალებს ესპანურ ენაზე უყურონ.
ესპანური ენის შესწავლა განსაკუთრებით პოპულარულია ფეხბურთის მოყვარულებს შორის. Real Madrid-ისა და FC Barcelona-ს გულშემატკივრებს ხშირად სურთ საყვარელი ფეხბურთელების ინტერვიუების და სპორტული სიახლეების ესპანურად მოსმენა. ესპანურს აქტიურად სწავლობენ ლათინური მუსიკის მოყვარულები, რომლებიც უსმენენ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს როგორებიც არიან შაკირა, Karol G და სხვები.
ესპანური ენის კურსები გამოირჩევა მოქნილი სტრუქტურითა და თანამედროვე სწავლების მეთოდებით. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად გსურთ თუ არა ესპანური ენის შესწავლა, ჩვენს სკოლაში შეგიძლიათ დაესწროთ უფასო საცდელ გაკვეთილს. საცდელ გაკვეთილზე დასწრება დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ სასწავლო პროცესი და მიიღოთ გადაწყვეტილება ენის შესწავლაზე.
საცდელი გაკვეთილი რეკომენდებულია ყველა სტუდენტისთვის, რადგან მისი საშუალებით შეძლებთ:
საცდელი გაკვეთილზე დასწრების შემდეგ თვენთვის მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება დაიწყოთ თუ არა ესპანური ენის სწავლა. თქვენ გექნებათ საჭირო ინფორმაცია სწავლების პროცესზე, ინსტრუქტორის მუშაობის სტილსზე და კურსის შინაარსზე.
ესპანური ენის ცენტრი გამოირჩევა თავისი მიდგომით სტუდენტების მოტივაციის ასამაღლებად. სტუდენტების შეფასება ხორციელდება წინასწარ შედგენილი გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების მეშვეობით. შეფასების სისტემა მიზნას ისახავს სტუდენტს დაუფასოს შრომა და სასწავლო პროცესში ჩართულობა. შეფასების სისტემა ხელს უწყობს სტუდენტებს შეინარჩუნონ ენის შესწავლის მაღალი მოტივაცია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
ესპანური ენის ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც სტუდენტებისთვის უნიკალურ მოტივაციის პროგრამას დანერგავს. პროგრამის მთავარი იდეაა, რომ ყოველწლიურად საუკეთესო სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა გაემგზავროს ესპანეთში და ცოდნა ესპანურენოვან გარემოში გამოიყენოს.
საუკეთესო სტუდენტის შერჩევა მოხდება ობიექტური შეფასების სისტემის მიხედვით, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
ესპანური ენის ცენტრი იმედოვნებს რომ ამ პროგრამის საშუალებით სტუდენტებს თავიდანვე ექნებათ მკაფიო მიზანი დასახული. მათ ექნებათ იმის დავდაჯერებულობა რომ თუ ესპანური ენის პროგრამას დაუთმობენ დროს და შეისწავლიან საფუძვლიანად ისინი შეძლებენ ესპანეთში წასვლას.
ესპანური ენის კურსების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ არჩეულ პროგრამაზე, სწავლების ფორმატსა და ენის სწავლის დონეზე. ზოგადად, ერთი დონის წარმატებით გავლას 6-12 თვე სჭირდება. სასწავლო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე და სრულად შეესაბამება ევროპული ენობრივი განათლების სტანდარტებს (CEFR).
ესპანური ენის ცენტრი ღიაა ყველა სტუდენტისთვის ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათზე მორგებული გრაფიკი და დაესწრონ გაკვეთილებს კვირაში ორჯერ ან სამჯერ.
სტუდენტების უმეტესობა ირჩევს კვირაში ორჯერ მეცადინეობას. მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორედ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრება ყველაზე ოპტიმალურია ენის შესასწავლად. ორ გაკვეთილს შორის სტუდენტებს აქვთ საკმარისი დრო ახალი მასალის გასამეორებლად და საშინაო დავალებების შესასრულებლად. მათ რჩებათ საკმარისი დრო რომ ინფორმაცია გაიაზრონ და დაიმახსოვრონ.
ესპანური ენის ცენტრი ასევე ატარებს გაკვეთილებს მათთვის, ვისაც სურს უფრო სწრაფი ტემპით სწავლა (გამოცდა, მუშაობა). ამ სტუდენტებისთვის გაკვეთილები ტარდება სამჯერ კვირაში.
ესპანური ენის კურსები ტარდება მცირე ჯგუფებში. შედეგად ინსტრუქტორი ინარჩუნებს სწავლების ხარისხის და ახერხებს რომ თითოეულ სტუდენტს დაუთმოს ინდივიდუალური ყურადღება. ჯგუფების უმრავლესობა შედგება 3–4 სტუდენტისგან. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია. ეს ფორმატი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შევარჩიეთ, რადგან ოპტიმალურია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ინსტრუქტორისთვის.