- (+995) 599 11 63 90
- Info@languagehub.ge
- 3 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
იტალიური ენის ონლაინ პროგრამა ჩვენს სკოლაში ისწავლება სისტემურად და შედეგზე ორიენტირებულად. თუმცა ასევე დიდი ადგილი უკავია ლექსიკის შესწავლას რომლის ათვისებაც ჩვენთან ხდება არასტანდარტული მეთოდიკით. სიტყვების ათვისების დროს დიდი ყურადღება ექცევა სიტყვების ემოციურ დატვირთვას და ემოციის გადაცემას. იტალიურ ენაში სიტყვებს არ გააჩნიათ მხოლოდ მნიშვნელობა არამედ დატვირთულია ემოციებით, გრძნობებით და კულტურული ნიუანსებით. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქართულენოვანი სტუდენტებისთვის.
არსებობს სიტყვები რომლებსაც ქართულში ზუსტი შესაწტვისი სიტყვები არ გააჩნია და აუცილებელია თავიდანვე ზუსტად გაიგონ სიტყვის მნიშვნელობასთან ერთად მისი ემოციაც. სტუდენტები სწავლობენ ისეთ გამოთქვებს როგორიცაა „sfizio“ – პატარა, მაგრამ ინტენსიური სურვილი, „menefreghismo“ – ჯანდაბა-გულგრილობა, და „fare la bella figura“-ს კულტურა – კარგი შთაბეჭდილების მოხდენის უნარი.
იტალიური ენის სწავლის ონლაინ ფორმატი საშუალებას გვაძლევს დავაბალანსოთ ენის სწავლის მაღალი ინტენსიურობა და დისციპლინა. თქვენ გაქვთ 24 საათიანი წვდომა ყველა სასწავლო მასალაზე. შეგიძლიათ გადახედოთ ჩატარებულ ლექციებს თქვენი გრაფიკის მიხედვით. ასევე ჩაიწეროთ საკუთარი საუბარი და მიიღოთ პროფესიონალური შეფასება. ონლაინ პროგრამა ტარდება მცირე რაოდენობის ჯგუფებში რაც უზრუნველყოფს მასწავლებლის მხრიდან თითო მოსწავლეზე საკმარისი დროის დათმობას.
იტალიური ენის სწავლის ონლაინ პროგრამის კიდევ ერთი მთავარი კომპონენტია იტალიური საღამოები. ონლაინ შეხვედრები ეწყობა ყოველკვირეულად სხვადასხვა იტალიურ ენოვან მასწავლებელთან. შეხვედრების მთავარი მიზანი არ არის ენის შესწავლასთან დაკავშირებული დისკუსიის მოწყობა თუმცა ესეც არის საღამოების ნაწილი.
ონლაინ საღამოების დროს ძირითადად განვიხილავთ რეალურ იტალიური ცხოვრებისეულ ჩვევებს და მანერებს. ვსაუბრობთ იტალიურ ბიზნეს კულტურაზე, სოციალურ ნორმებზე და იტალიურ ფილოსობიებზე როგორიცაა dolce far niente. ეს მიდგომა იტალიელებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ უფრო დაბალანსებულად და გაზარდონ ცხოვრების ხარისხი
თუ მზად ხართ იტალიური ენის ონლაინ ფორმატით შესასწავლად გელოდებით ჩვენს პროგრამაში.
იტალიური ენის შესწავლა ინდივიდუალურად და ამავდროულად ონლაინ ფორმატით კიდევ უფრო ამარტივებს თქენი ენის ათვისების პროცესს. ინდივიდუალური და ამავდროულად ონლაინ სწავლება საშუალებას გაძლევთ კიდევ უფრო მოქნილი გახადოთ ენის დაუფლების პროცესი. გარდა იმისა რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ გაკვეთილების ნებისმიერი ადგილიდან თქვენ ასევე შეგიძლიათ აარჩიოთ და მიყვეთ თქვენთვის სასურველ ტემპს. დისტანტიური და ინდივიდუალური გაკვეთილების ფორმატი მაქსიმალურად ამცირებს სტრესს რასაც სტუდენტები განიცდიან ენის სწავლის დროს.
იტალიური ენის ონლაინ პროგრამა ჩვენთან არ გასწავლით ენას მშრალად მხოლოდ სიტყვებს და გრამატიკას. ჩვენი ოლნაინ პროგრამის მთავარი მიზანია რომ იტალიური ენა შეგასწავლოთ იტალიური აზროვნების განვითარებით. ამ მიდგომით ბევრად უფრო კარგად ჩაწვდებით ენის ხასიათს და კულტურულ კონტექსტს.
დიახ. ყველა იტალიური ენის ლექცია იწერება და ხელმისაწვდომია თქვენს სტუდენტურ პორტალზე. ასევე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ იტალიური საღმოების ჩანაწერებსაც. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დრო გაიმეოროთ ან მოუსმინოთ ჩანაწერებს.